მსოფლიოს ყველაზე მახინჯი ძაღლი დაიღუპა

119
SHARE

ინგლისური ბულდოგი სახელად ჟაჟა, რომელმაც გასულ თვეში კონკურს „ყველაზე მახინჯი ძაღლი“, -ში გაიმარჯვა, დაიღუპა. მისი მეპატრონის, მეგან ბრეინარდის თქმით, ცხრა წლის ბულდოგი ძილში გარდაიცვალა.
კონკურსი „მსოფლიოს ყველაზე მახინჯი ძაღლი“ კალიფორნიაში 23 ივნისს გაიმართა. მასში ათზე მეტმა სხვადასხვა ჯიშის და ასაკის კონკურსანტმა მიიღო მონაწილეობა. ძაღლები „იბრძოდნენ“ მთავარი პრიზისთვის, რომელიც 1,500 დოლარს და ნიუ-იორკში გამგზავრებას გულისხმობდა. ეს კონკურსი კალიფორნიაში, ქალაქ პეტალუმაში ყოველწლიურად იმართება. მსაჯები აფასებენ არა მარტო ძაღლების გარეგნობას, არამედ მათ „პიროვნულ თვისებებსაც“.

FB კომენტარები

კომენტარი