მსოფლიოს ყველაზე გლამურული სამეფო ოჯახი

342
SHARE

საბერძნეთისა და დანიის პრინცმა პავლოსმა და მისმა მომავავალმა მეუღლემ პრინცესა მარი-შანტალმა ერთმანეთი 1992 წელს ერთ-ერთ წვეულებაზე გაიცნეს. მათ ერთმანეთი საერთო ნაცნობმა, ბანკირმა ალეკ პაპამარკუმ წარუდგინა, რომელიც მეფე კონსტანტინის (პავლოსის მამის) მეგობარი იყო და ასევე იცნობდა მარი-შანტალის მამას, რობერტ მილერს (მილიარდერი, Duty Free-ის შემქმნელი).
საბერძნეთისა და დანიის პრინცი, რომელიც 50 წლის გახლავთ, ათენში დაიბადა ბერძენი მეფისა და დანიის პრინცესის ოჯახში, მაგრამ ფაქტობრივად მისი დაბადებისთანავე, საბერძნეთში მონარქია გააუქმა და პატარა პრინცი ოჯახთან ერთად რომში გადავიდა საცხოვრებლად, მოგვიანებით კი ლონდონში, სადაც გაიზარდა კიდეც.
48 წლის მარი-შანტალ კლერ მილერი ლონდონში დაიბადა, 6 თვეში მისი ოჯახი ჰონგ-კონგში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მამამისი ბიზნესს ავითარებდა. მამა – ბრიტანული წარმოშობის ამერიკელია, დედა – შანტალ პეზანტესი, ეკვადორელი ქალბატონი ესპანური და ინდიური ფესვებით. დადიოდა ჭორები, რომ ის ინკების უკანასკნელი პრინცესის შთამომავალია, მაგრამ ეს ფაქტი არასოდეს დადასტურებულა.
პავლოსი და მარი-შანტალი 1995 წლის 1 ივლისს, ლონდონის წმინდა სოფიას ტაძარში დაქორწინდნენ. ქორწილი მილერს 8 მილიონი დოლარი დაუჯდა, მიწვეული იყო 1400 სტუმარი. მარი-შანტალისა და პავლოსის ქორწილში მთელი მსოფლიოს სამეფო დინასტიების წარმომადგენლებმა მოიყარეს თავი.
მილერმა დანარჩენი ორი ქალიშვილიც წარმატებით დააქორწინა: უფროსი – პია – გეტის იმპერიის მემკვიდრეზე, კრისტოფერ გეტიზე დაქორწინდა, უმცროსი – ალექსანდრა კი, მოდის ინდუსტრიაში ყველაზე გავლენიანი ქალის – დიანა ფონ ფიურსტენბერგის ვაჟს, პრინც ალექსანდრე ფონ ფიურსტენბერგს გაჰყვა ცოლად.
წყვილი ქორწილის შემდეგ, 2003 წლამდე ნიუ იორკში ცხოვრობდა, შემდეგ ლონდონში გადავიდნენ საცხოვრებლად, 2017 წელს კი კვლავ ნიუ-იორკს დაუბრუნდნენ, რადგან მათი ორი შვილი აშშ-ში სწავლობს.
წყვილს სულ 5 შვილი ჰყავს: პრინცესა მარია-ოლიმპია (2 წლის), ნიუ იორკის პრესტიჟულ უნივერსიტეტში დიზაინს სწავლობს. პრინცი კონსტანტინ-ალექსიოსი (18 წლის), ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში (სხვათაშორის, მისი ნათლიაა პრინცი უილიამი). პრინცი აქილეს-ანდრეასი (17 წლის), პრინცი ოდისის-კიმონი (12 წლის) და არისტიდის-სტავროსი ( წლის).
სამეფო ოჯახი ძალიან პოპულარულია როგორც ევროპაში ისე აშშ-ში. მარი-შანტალი აწარმოებს მოდი ბლოგს, პრინცესა და მისი შვილები ხშირად ხვდებიან მსოფლიოს ცნობილი გამოცემების გარეკანებზე.
პრინცი და მისი ოჯახი კი მსოფლიოს ყველა სამეფო ოჯახის თუ გლამურული წვეულების სასურველი სტუმარია.

წყარო:http://www.ambebi.ge

FB კომენტარები

კომენტარი