მსოფლიოს საუკეთესო ბარი დასახელდა

117
SHARE

კლასიკური არტ დეკო, პერსონალის თავდაუზოგავად მუშაობა და იდეალური მომსახურება, ეს არის საუკეთესო ბარის რეცეპტი. მით უმეტეს, თუ კი ამ ინგრედიენტებს 125 -წლიანი ისტორია აქვთ. მსოფლიოს საუკეთესო ბარის წოდება წელს ლონდონში, „სავოი-ს“ სასტუმროში მდებარე „ამერიკულმა ბარმა“ დაიმსახურა.
მთლიანობაში დასახელდა მსოფლიოს საუკეთესო 50 ბარი და ამ სიაში, როგორც აზიის, ისევე ევროპის თუ ამერიკის კონტინენტების ბარები მოხვდნენ.
სასტუმრო „სავოი-ს“ ბარს ერთი ლონდონური ბარი „დანდელიანი“ მოჰყვება და ნიუ – იორკის „ნომედ“.
პლანეტის ყველაზე ფეშენებელური ბარების კონკურსს 500 ჟიურის წევრი ჰყავდა.
„სავოი“ კი, თავისი ტრადიციულობის და ინოვაციური მიდგომის კომბინაციის გამო, გამოარჩიეს.
გამარჯვებული ბარის წარმომადგენლის თქმით, „სავოი-ს“ აქვს განსაკუთრებული პატივი ტრადიციის გაგრძელებისა, რომელიც უკვე ისტორიის ნაწილია.

FB კომენტარები

კომენტარი