მსახიობ ჩარლი შინს ერთ დღეში ექვსმა ქალმა უჩივლა

62
SHARE

მას შემდეგ რაც ჩარლი შინმა საჯაროდ აღიარა, რომ აივ-ინფიცირებულია, ბოლო 24 საათში, მსახიობის წინააღმდეგ სარჩელი, ექვსმა ქალმა შეიტანა,- ამის შესახებ ინფორმაციას gazeta.ru ავრცელებს.
ლოს-ანჯელესელი ცნობილი ადვოკატის განცხადებით, მას დასახმარებლად უკვე ექვსმა ქალმა მიმართა, მისივე თქმით, მათ გარდა კიდევ 4 ქალბატონი აპირებს შინის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას.
როგორც მანდილოსნები აცხადებენ, მათ გასულ თვეში დაუცველი სექსუალური კონტაქტი ჰქონდათ შინთან, თუმცა მსახიობს საკუთარი აივ-სტატუსი მათთვის არ უთქვამს. გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობს დაახლოებით 5 000 სექსუალური პარტნიორი ჰყავდა. ჩარლი შინის თქმით, სასიკვდილო დიაგნოზის შესახებ მან ოთხი წლის წინ შეიტყო.

FB კომენტარები

კომენტარი