მსახიობ ია ნინიძის ქალიშვილმა რუსულ „ვოის“–ში წარუმატებლობა განიცადა (ვიდეო)

141
SHARE

ქართველი მსახიობის ია ნინიძის 26 წლის შვილი, ნინო ნინიძე რუსული „ვოის“–ის ჟიურის წინაშე წარსდგა.
ნინიძემ რუსული სიმღერა სახელწოდებით „ ერთი და იგივე“ შეასრულა. ჟიურის არც ერთმა წევრმა ღილაკს არ დააჭირა და სკამი მომღერლისკენ არ შეატრიალა, თუმცა, სიმღერის დასრულების შემდეგ მისი ნამღერი დადებითად შეაფასეს და კომპლიმენტებით შეამკეს. მომღერალმა პელაგეამ აღნიშნა, რომ წლევანდელ კონკურსზე ის ჯერჯერობით ყველაზე ლამაზი გოგო იყო.
აშკარად ჩანდა, რომ ჟიურის ოთხივე წევრი თავის გადაწყვეტილებას ნანობდნენ.
თვითონ მომღერალმა კი აღიარა, რომ სიმღერის შესრულებისას ზედმეტად ღელავდა.

FB კომენტარები

კომენტარი