მსახიობმა რიზ უიტერსპუნმა საკუთარი ბრენდი შექმნა

60
SHARE

მსახიობმა რიზ უიტერსპუნმა საკუთარი მოდური ბრენდის Draper James-ის წარმოება დაიწყო. ეს სახელწოდება დედის მხრიდან ბებიისა და ბაბუის დოროთეი დრეიპერისა და უილიამ ჯეიმს უიზერსპუნის სახელების ერთობლიობას წარმოადგენს, რაც, მსახიობის თქმით, ხარისხის გარანტია. ბრენდი აწარმოებს ქალის ტანსაცმელს, აქსესუარებსა და კოსმეტიკას. ასევე დეკორატიულ ნივთებს სახლისათვის, რომელთა შეძენაც ჯერჯერობით მხოლოდ კომპანიის ვებგვერდიდან არის შესაძლებელი. შემოდგომაზე დაგეგმილია ბრენდის რამდენიმე მაღაზიის გახსნა. რაც შეეხება ფასებს, ის მერყეობს 50-დან 500 დოლარამდე. აღსანიშნავია, რომ ახალ ბრენდს ყოველწლიურად ექნება 5 ახალი კოლექცია.

FB კომენტარები

კომენტარი