მსახიობმა თინა ფეიმ Late Show-ს დროს კაბა გაიხადა და წამყვანს დევიდ ლეტერმანს აჩუქა – ვიდეო

61
SHARE

მსახიობმა თინა ფეიმ Late Show-ს დროს კაბა გაიხადა და წამყვანს, დევიდ ლეტერმანს აჩუქა. ტელეეთერის ვეტერანი ლეტერმანი პენსიაზე გადის  თინა ფეიმ, რომელიც პროგრამის სტუმარი არაერთხელ ყოფილა, გადაწყვიტა, ტელეწამყვანს წინასწარ დამშვიდობებოდა. კომედიანტმა აღიარა, რომ ლეტერმანის შოუებში საღამოს კაბებს მხოლოდ წამყვანის საპატივცემულოდ იცვამდა და რომ მის წასვლასთან ერთად მას ამის კეთება აღარ მოუწევს. “ეს ბოლოჯერ ხდება, როდესაც თოქ-შოუში მონაწილეობისთვის საღამოს კაბას ვიცვამ და გენდერულ ნორმებს ვემორჩილები”, – ირონიულად აღნიშნა ფეიმ და კაბა, რომელიც ეცვა, წამყვანს აჩუქა; ამასთან, ლეტერმანისადმი მიძღვნილი მოტკეცილი საცვლებიც წარმოადგინა, რომელზეც ეწერა: “მშვიდობით, დაივ”.

FB კომენტარები

კომენტარი