მსახიობი ქეთა ლორთქიფანიძე სერიალ ”ჩემი ცოლის დაქალებს” უპირისპირდება

608
SHARE

მსხიობის თქმით, არსებობს ინტერნეტი, სადაც კარგთან ერთად ძალიან ბევრი ცუდი ინფორმაციაა თავმოყრილი.
„ჩვენს ოჯახში ძალიან გახსნილი ურთიერთობებია და ბავშვები თავისუფლად საუბრობენ ყველაფერზე. თუმცა ხშირად მშობელს არ აქვს იმის დრო, რომ იყოს ყველაფრის საქმის კურსში, რადგან ეს ცხოვრებამ მოიტანა – დღესდღეობით ყველა დედა ცდილობს იმუშაოს. რაც შეეხება ინფორმაციის მიღების თემას, ერთ მშვენიერ დღეს გადავწყვიტეთ, გაგვეთიშა საკაბელო ტელევიზია, შედეგად მხოლოდ 4 სატელევიზიო არხი გვაქვს და ხშირად არც კი ვრთავთ ტელევიზორს. თუმცა, არსებობს ინტერნეტი, სადაც კარგთან ერთად ძალიან ბევრი ცუდი ინფორმაციაა თავმოყრილი.

ასევე რთულია ბავშვს აუკრძალო სერიალები, იმიტომ, რომ გინდა – არ გინდა, მისი კლასელი, ბაღელი, მეგობარი უყურებს, შესაბამისად პოპულარობითაც სარგებლობს. ბევრ უწმაწურ სიტყვას იგებენ ბავშვები ტელევიზიით, რომლის მნიშვნელობაც არ იციან, მოდიან და მეკითხებიან: დედა, ეს რას ნიშნავს? მე კი ვუხსნი, რომ ეს ცუდი სიტყვაა, არ უნდა გავიმეოროთ და ამით დავასრულოთ ამ საკითხზე საუბარი. ამ დროს ბავშვი მეუბნება, კარგი, მე წავალ და ჩემს ბუკში მოვძებნი მის მნიშვნელობას. აი, რა უნდა გავაკეთო ამ შემთხვევაში მე??? ან თქვენ რას გააკეთებდით?
რთულია, მაგრამ ბავშვს ვაკუუმში ვერ ვამყოფებთ. აქედან გამომდინარე, მე, მსახიობი, რომელსაც მითამაშია სერიალებში, ფილმებში, მივმართავ რეჟისორებს, სცენარისტებს, იქნებ დავფიქრდეთ ამ საკითხზე უფრო მეტად… მე არ ვამბობ, რომ აღმოვფხვრათ ეს, მაგრამ მეტად დავფიქრდეთ. ახლა შეიძლება ვიღაცამ მითხრას, ადექი და შენი შვილი მაგ დროისთვის დააძინეო. კი ბატონო, მაგრამ “იუთუბს” რა ვუყოთ? ჩემი უსაყვარლესი სერიალია “ჩემი ცოლის დაქალები”. ვთვლი, რომ ერთ-ერთი უწარმატებულესი პროექტია, პატივს ვცემ და უზომოდ მიყვარს მისი სცენარისტი. 100 ქულით ვაფასებ ამ სერიალს, მაგრამ ყურადღება მინდა მივაქციოთ ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტს – სერიალში თამაშობენ უსაყვარლესი ბავშვები, გადმოცემულია მათი ასაკისთვის დამახასიათებელი პრობლემები, რაც ამავე ასაკის ბავშვების ინტერესს იწვევს, უყურებენ კიდეც, მაგრამ ამასთანავე სერიალში ამის გვერდით არის ისეთი რაღაცები, რასაც ბავშვები არ უნდა ისმენდნენ. შეიძლება ძალიან ძველმოდური ვარ, მაგრამ ეს სწორად არ მიმაჩნია“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.

FB კომენტარები

კომენტარი