მსახიობები რომლებმაც არატრადიციული ორიენტაციის მქონე პერსონაჟის როლი შეასრულეს (ვიდეო,ფოტო)

492
SHARE

მე-20 საუკუნეში განსაკუთრებით რთულად შესასრულებელი როლი როგორც ქალისთვის, ისე მამაკაცისთვის იყო, ის რომელიც გაშიშვლებას საჭიროებდა. ინტიმური სცენები ქალსა და მამაკაცს შორის ძირითადად ევროპულ ფილმებში გვხვდება, რომლებიც მე-20 საუკუნის მეორე ნახევარშია გადაღებული. მსახიობისთვის მსგავსი როლის აღება ძალიან რთული იყო, რადგან ვინც არ უნდა ყოფილიყო ის, იცოდა რომ კრიტიკას ვერ გადაურჩებოდა. 21-ე საუკუნეში ეს პრობლემა აღარ არის და ფილმებში ინტიმური სცენებიც უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა, სამაგიეროდ გაჩნდა ახალი სირთულე მსახიობებისთვის. ეს არატრადიციული ორიენტაციის გმირის როლის შესრულებაა. ამჟამად ამ თემაზე გადაღებული ფილმები საკმაოდ აქტუალურია, თუმცა დროის მიუხედავად უამრავი მსახიობი არ თანხმდება მსგავს ფილმში მონაწილეობაზე. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებისთვისაც ყოველივე ეს სირთულეს არ წარმოადგენს…

45793c3ea9e8

ჰილარი სვონკმა 1999 წელს ფილმ “Boys Don’t Cry”-ში განასახიერა ბრენდონ ტინას პერსონაჟი, რომელიც არატრადიციული ორიენტაციის მქონე გოგოა. ის თავს ბიჭად ასაღებს და გოგოებში საკმაოდ პოპულარულიც არის. ის გაიცნობს ლამაზ გოგოს, რომელიც შეუყვარდება. პრობლემა ის არის, რომ მისმა მეგობრებმა არ იციან ბრენდას საიდუმლოს შესახებ…
ჰილარი სვონკმა ამ როლისთვის ოსკარი და ოქროს გლობუსი მიიღო.

 

ჯეიმს ფრანკომ ფილმ Milk-ში შეასრულა სკოტ სმიტის როლი, რომელიც ჰარვი მილკის საყვარელია. ფილმი დატვირთულია ინტიმური სცენებით. ამ ფილმის გამოსვლის შემდეგ გავრცელდა ჭორები ჯეიმსის არატრადიციული ორიენტაციის შესახებ, რაც ფრანკოს შეყვარებულთან დაშორებამ გამოიწვია. ჯეიმსს კიდევ ერთ მსგავს ფილმ “Howl”-ში აქვს მონაწილეობა მიღებული, სადაც ასევე გეის როლი აქვს.

cfcdaa4cdd8b

მილა კუნისს ფილმ “Black Swan”-ში საკმაოდ ინტიმური სცენები აქვს ნატალი პროტმანთან, რამაც მილა ორივე სქესის წარმომადგენლებისთვის ერთ-ერთ ყველაზე სასურველ ქალად აქცია.

eb0305593cac

10e9d7bd5dc1

შონ პენი მთავარ როლს ასრულებს ფილმ “Milk“-ში. ჰარვი მილქის როლისთვის შონ პენს ოსკარი აქვს მიღებული. პენს მართლაც ძალიან რთულ;ი როლი ჰქონდა შესასრულებელი, რადგან მისი პერსონაჟი საკმაოდ ემოციურია და თან ფილმში უამრავი ინტიმური სცენაა.

54aba2fb752d

ჯეიკ ჯილენჰალი ფილმ “Brokeback Mountain”-ში კოვბოი ჯეკ ტვისტის როლს ასრულებს, რომელსაც ასევე კოვბოი ენის დელ მარი შეუყვარდება. ფილმში უამრავი ინტიმური სცენაა, რაც მართლაც რთულად შესასრულებელია ტრადიციული ორიენტაციის მქონე მამაკაცისთვის.

ca723d89328b

ამავე ფილმში მთავარ როლს გარდაცვილი ჰიტ ლედჯერი ასრულებს. ჰიტის საოცარმა შესრულებამ მას ოსკარის, ოქროს გლობუსის და სხვა უამრავი ჯოლდოს ნომინაცია მოუტანა. ფილმი ემოციურად ძალიან დატვირთულია და ამ თემატიკაზე გადაღებულ ფილმებს შორის ის კრიტოკესების რჩეულია. ფილმი გამორჩეულია იმითაც, რომ ის იმ ადამიანების მოწონებასაც კი იმსახურებს, რომლებიც არატრადიციული ორიენტაციის მქონე ადამიანების მიმართ უარყოფითად არიან განწყობილნი.

ჰიტ ლედჯერის გარადაცვალების შემდეგ ერთ-ერთმა კათოლიკური ეკლესიის მამამ განაცხადა, რომ ჰიტი ღმერთის მიერ დაისაჯა ამ ფილმში მონაწილეობის მიღებისთვის და რომ ის სიკვდილის ღირსი იყო, ამან სკანდალი გამოიწვია და ამ კაცს დღემდე ვერ პატიობენ ამ სიტყვებს.

cb9539f448df

კოლინ ფერტმა მიიღო მონაწილეობა ფილმ “A Single Man”-ში სადაც ჯორჯ ფალკონერის როლს ასრულებს, რომელიც საყვარლის გარდაცვალებას ვერ ეგუება და ცდილობს დარდი თავისი მეგობარი ქალის დახმარებით განიქარწყლოს. ტრაგედია ის არის, რომ ქალს ჯორჯი შეუყვარდება, მაგრამ ჯორჯს რათქმაუნდა მისი შეყვარება არ შეუძლია. კოლინ ფერტი ნომინირებული იყო ამ როლით ოქროს გლობუსზე და ოსკარზე. მან BAFTA მოიპოვა.

dbeefba62bb9

ამავე ფილმში ჯორჯის გარდაცვლილი საყვარლის როლს მეთიუ გუდი ასრულებს.

133e7be842e8

ანჯელინა ჯოლის არაერთ ფილმში უთამაშია სადაც მას არატრადიციული ორიენტაციის მქონე პერსონაჟის განსახიერება მოუხდა. მაგალითად ფილმი “Girl, Interrupted”, რომლითაც ანჯელინამ ოსკარი მოიპოვა. ასევე ფილმი “Gia”. ანჯელინას მსგავსი ფილმები კარიერულ წინსვლაში დაეხმარა.

1a6435ac4e1a

თუმცა არსებობენ ისეთებიც, რომლებიც მზად არიან უარი თქვან მილიონებზე და არ მიიღონ მსგავს ფილმში მონაწილეობა. მაგალითად ბრედ პიტი. მას ფილმ “ალექსანდრე”-ში 20დან 30 მილიონამდე სთავაზობდნენ, მაგრამ ბრედმა სცენარის წაკითხვისთანავე უარი განაცხადა, რადგან მას არ სურდა ალექსანდრეს არატრადიციული ორიენტაციის მქონე პერსონაჟის შესრულება, თუნდაც მისთვის ორმაგი გადაეხადათ. ფილმის შემქმნელებმა სცენარი ბრედის გამო არ შეცვალეს და როლზე კოლინ ფარელი
დაამტკიცეს.

e969d39d32c0

FB კომენტარები

კომენტარი