მსახიობები – ია სუხიტაშვილი და მიშა მესხი ერთმანეთს დაშორდნენ

748
SHARE

ია სუხიტაშვილი და მიშა მესხი ერთმანეთს დაშორდნენ. 7 თვეა, რაც წყვილი ერთად აღარ ცხოვრობს. ამის შესახებ ინფორმაცია პერიოდულად ვრცელდებოდა, მაგრამ არცერთი მხარე ამაზე საჯაროდ კომენტარს არ აკეთებდა. დღეს იამ დაადასტურა, რომ მისი ოჯახი დაინგრა.
„– ია, მართალია, რომ თქვენ და მიშა მესხი ერთმანეთს დაშორდით?
– ასეა, ჩვენ უკვე შვიდი თვეა ერთად აღარ ვცხოვრობთ.
– შეიძლება მიზეზი გკითხოთ?
– არა, მიზეზებზე საუბარი არ მინდა, რა მნიშვნელობა აქვს, ფაქტი ფაქტია.
– ეს არის ბოლო წერტილი?
– აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. ისე არ მივდივარ. თუ მივდივარ, მივდივდივარ!
– როგორ გგონიათ, მოახდენს ეს გავლენას თქვენს მომავალ პირად ცხოვრებაზე?
– ძალიან მტკივნეულია, ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ ამ ყველაფრის გამო, მაგრამ, არა უშავს, უნდა ასწიო თავი და გაიარო, სასოწარკვეთილებაში არ უნდა ჩავარდე. ეს ცოდვად ითვლება.
– 7 თვე საკმაოდ დიდი დროა იმისთვის, რომ ეს ინფორმაცია დამალო ჟურნალისტებთან. ფიქრობდით, რომ დალაგდებოდა? ამის გამო დუმდით?
– არა, არაფერს ვფიქრობდი, უბრალოდ არ არის საჭირო ყველაფრის ლაპარაკი, არ ვართ 14 წლის ბავშვები“, – განაცხადა ია სუხიტაშვილმა primetimenews.ge-სთან.

FB კომენტარები

კომენტარი