მრავალი წლის წინ გარეგნობის კომპლექსი მქონდა – რას წერს ნინი ონიანი საკუთარ გარეგნობაზე

248
SHARE

მოდელი და მსახიობი ნინი ონიანი სოციალურ სივრცეში თავის სხეულის ფორმებზე ალაპარაკდა. როგორც მან ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა, არასდროს ჰქონია იდეალური სხეულის ფორმები. თუმცა, მისივე თქმით, რაც დედა გახდა, მას შემდეგ უფრო დახვეწილი, ქალური და სექსუალური იერი აქვს, ვიდრე ოდესმე.

მსახიობი ქალბატონებს მოუწოდებს, რომ ისეთი შეიყვარონ საკუთარი თავი, როგორებიც არიან.

“Selfie” ჩემი ძლიერი მხარე არასოდეს ყოფილა (მე მაპატიეთ), ისევე, როგორც სხეულის სამყაროში მიღებული “იდეალური” პარამეტრები. არც 180 სმ ვარ სიმაღლეში, არც 45 კგ ვარ და არც 90-60-90 😊 სულ პირიქით… ახლოსაც არ ვარ ამ “იდეალურობასთან” ☺ მრავალი წლის წინ გარეგნობის კომპლექსიც კი მქონდა (ბევრს ალბათ ვერც წარმოგიდგენიათ მაგრამ იყო დრო… 😬) 8 თვის წინ დედა გავხდი, ჩემმა სხეულმა ფორმა იცვალა და ვფიქრობ, რომ დღეს ბევრად უფრო დახვეწილი, ქალური და სექსუალური ვარ, ვიდრე ოდესმე ვყოფილვარ… და ეს, პირველ რიგში, შიგნიდან მოდის და არა ვიზუალიდან მხოლოდ… ( ცხოვრებისეული გამოცდილება და “გაკვეთილები” ძალიან “მომიხდა”😬🧐👀) ჩემი ნაკლოვანებები ჩემი სავიზიტო ბარათივით გახდა და ამ არასრულყოფილებაში ვიპოვე ჩემი თავის ყველაზე სასურველი “მე” ( ამ ეტაპზე) … ქალბატონებო, შეიყვარეთ თქვენი თავი ისეთი, როგორიც ხართ. ცოტა იზრუნეთ ჯანსაღი ცხოვრების წესზე, ნერვები არავის არასოდეს მოაშლევინოთ, ბევრი გაიღიმეთ, კარგი სუნამო მიიპკურეთ…. 😍 სულაც არაა საჭირო “პარამეტრები” იმისათვის, რომ თავდაჯერებულები იყოთ….. ♥✌🏽”,- წერს ნინი ონიანი.

FB კომენტარები

კომენტარი