მოხუცმა ამერიკელმა ქალმა უბილეთოდ მგზავრობის ხერხს მიაგნო

405
SHARE

მოხუცი ამერიკელი მერილინ ჰართმანი, რომელიც თვითმფრინავის ბორტზე უბილეთოდ მოხვედრის მრავალი მცდელობით არის ცნობილი, ჩიკაგოს აეროპორტში დააკავეს. ამის შესახებ „CNN“ იუწყება. არხის ინფორმაციით, 14 იანვარს ჰართმანი სამგზავრო ტალონის და პასპორტის გარეშე ჩიკაგოდან ლონდონში გაფრინდა. ჩაფრენისას, აეროპორტ ჰითროუს თანამშრომლებმა აღმოაჩინეს, რომ ის დოკუმენტების გარეშე მგზავრობდა და უკან, აშშ-ში გაამგზავრეს, სადაც 18 იანვარს მოხუცი საზღვრის უკანონო კვეთისთვის დააკავეს. ერთი კვირის შემდეგ ქალბატონი გაათავისუფლეს, ამასთან, მას აეროპორტებთან მიახლოება აუკრძალეს. თუმცა, სულ რაღაც სამი დღის შემდეგ ის ოჰარას აეროპორტის ტერიტორიაზე დაიჭირეს. მოხუცმა ქალმა რაღაცნაირად მოახერხა კერძო საავიაციო ზონიდან მთავარ ტერმინალამდე მისვლა, რომლებიც ერთმანეთისგან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით მდგომარეობს. ამერიკულ აეროპორტში დაკავების შემდეგ, მას ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაუნიშნეს და ელექტრონული სამაჯური დაუმაგრეს, რომ მისი გადაადგილება გაკონტროლდეს. სასამართლოს სხდომა მისი საქმის განსახილველად 21 იანვარს არის დანიშნული.
ანალოგიური დანაშაულებებისთვის მერილინ ჰართმანი პოლიციაში უკვე ათჯერ არის მოხვედრილი.

FB კომენტარები

კომენტარი