მოხვდა თუ არა Victoria Secret-ის ქასთინგის მეორე ტურში თაკო ნაცვლიშვილი

555
SHARE

18 წლის თაკო ნაცვლიშვილი “Victoria’s Secret”-ის კასტინგში მონაწილეობს. სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თაკომ კასტინგის პირველი ეტაპი წარმატებით გადალახა და უკვე მეორე ტურშია. ამასთან დაკავშირებით “OK!” მოდელის დედას, სააგენტო “Look Models”-ის დამაარსებელს, ნინო ცქიტიშვილს დაუკავშირდა, რომელმაც გავრცელებული ინფორმაცია არ დაადასტურა.
“ჯერ არაფერი გარკვეულა, თაკო უკვე იყო ერთ კასტინგზე, რის შემდეგაც მეორე ტური უნდა გაიმართოს, თუმცა, ჯერჯერობით არ გვაქვს პასუხი, მოხვდა თუ არა მეორე ტურში. რასაც სოციალურ ქსელში წერენ, სიმართლე არ არის”, – განაცხადა ნინომ.
ასე რომ, როგორც აღმოჩნდა, ჯერ არაფერია ცნობილი იმის შესახებ, გახდება თუ არა ქართველი მოდელი “Victoria’s Secret”-ის ანგელოზი.
“OK!” წარმატებებს უსურვებს თაკო ნაცვლიშვილს და იმედი გვაქვს, რომ ჩვენს მკითხველს სულ მალე ქართველი მოდელის შესახებ სასიამოვნო ინფორმაციით გავახარებთ.

წყარო:http://www.okmagazine.ge/

FB კომენტარები

კომენტარი