მოძრავი ბიბლიოთეკა იტალიაში

47
SHARE

ანტონიო ლა კავა იტალიის ერთ-ერთ სოფელში სკოლის მასწავლებელია, რომელსაც მოძრავი ბიბლიოთეკა აქვს. აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმაციას This Is Italy ავრცელებს.

ანტონიო სამბორბლიან მანქანას მართავს, რომლის საშუალებითაც სოფლიდან სოფელში წიგნები გადააქვს.

წიგნები, ძირითადად, მცირეწლოვანი ბავშვებისთვისაა. ანტონიო წიგნებს დროებით ტოვებს სხვადასხვა ოჯახში და შემდეგ მათ წამოსაღებად უკან ბრუნდება.

“მინდა, დავეხმარო ადამიანებს, რომლებთაც თავიანთი შვილების წიგნების შეძენისათვის საშუალება არ აქვთ. პატარები იმსახურებენ მრავალფეროვან ბავშვობას”, – განაცხადა ანტონიო ლა კავამ.

FB კომენტარები

კომენტარი