“მოცეკვევე მილიონერი” ჯანლუკა ვაკი, სამართალდამცველებმა დააკავეს

1451
SHARE

იტალიელი მილიონერი, 50 წლის ჯანლუკა ვაკი, რომელიც ცნობილია “ცეცხლოვანი “ცეკვებით და თავისუფალი ცხოვრების სტილით, იტალიის სამართალდამცველებმა დააკავეს. აღმოჩნდა, რომ “მოცეკვევე მილიონერს”,10 მილიონიანი კრედიტი აქვს აღებული.

ქონებას, რომელიც ჯანლუკას სახელზე იყო დარეგისტრირებული, ვილები, იახტები და აქციები, დაყადაღებულია.

იტალიის გაზეთი “Corriere della Sera” – ს წყაროს ინფორმაციით, მილიონერი, არანაირ ბიზნესს არ აწარმოებდა და არც ვალს არ იხდიდა, ის,  ფულის ფლანგვაშია ეჭვმიტანილი. ცნობილია, რომ მას 10,5 მილიონი ევროს კრედიტი აქვს აღებული.

ამბობენ, რომ ჯანლუკა, მილიონერი არ არის, დიდი ქონების მფლობელი, მისი ძმაა, რომელზეც არანაირი ინფორმაცია არ არის ცნობილი.

ჯანლუკას შემოსავლის წყარო, იტალიაში, 3 საცხოვრებელი სახლის გაქირავებიდან, შემოსული თანხებია.

 

FB კომენტარები

კომენტარი