მოღალატე ქმრის გამო, თვითმფრინავმა დაუგეგმავი დაფრენა განახორციელა

269
SHARE

თვითმფრინავს, რომელიც ყატარის დედაქალაქ დოჰადან კუნძულ ბალიზე მიფრინავდა, ინდოეთში დაუგეგმავი დაფრენა მოუწია.
მიზეზი კი ის ქალბატონი გახდა, რომელმაც მოულოდნელად მეუღლის ღალატი აღმოაჩინა და უმართავი გახდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, თვითმფრინავის მგზავრმა ქალბატონმა მეუღლის ტელეფონი მისი თითის ანაბეჭდით მაშინ განბლოკა, როცა მას ეძინა და მასში ღალატის დამადასტურებელი ინფორმაცია აღმოაჩინა.
ამის შემდეგ თვითმფრინავში ისეთი დრამა განვითარდა, რომ პილოტს უმართავი მგზავრის გამო სასწრაფო დაფრენის მოთხოვნა მოუწია. პილოტის განმარტებით, ეკიპაჟის წევრებმა ვერ დააშოშმინეს განრისხებული ქალბატონი, დაფრენის მერე კი ის თავის ქმარ-შვილთან ერთად ინდოეთის აეროპორტში დატოვეს.

FB კომენტარები

კომენტარი