მოფერებით “ტუგუნას” ეძახდა – ზვიად გამსახურდიასა და მანანა არჩვაძის სიყვარულის ისტორია

121
SHARE

ზვიად გამსახურდიას მეუღლემ, მანანა არჩვაძემ სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც მისი და საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სიყვარულის ისტორიაა მოთხრობილი.
“საქართველოს პრეზიდენტების სიყვარულის ისტორიები, პირველი ქალბატონის ხვედრი, ისევე, როგორც ზოგიერთი გვირგვინოსნის თანამეცხედრის, შესაძლოა, უმძიმესი იყოს, გმირის მანტიაც კი მოირგოს და ისტორიამ პირველი ქალბატონი უფრო დიდი შარავანდედით შემოსოს, ვიდრე – მისი მეუღლე, სახელმწიფოს პირველი პირი. ის ქალები, ისევე როგორც სხვა, რიგითი მოკვდავები, ერთ დღეს, არჩევანს აკეთებენ და ცოლად მიჰყვებიან მამაკაცებს, რომლებიც, შემდგომ, არამხოლოდ ცოლებისა და საკუთარი ოჯახების, მთელი სახელმწიფოს ბედსაც განსაზღვრავენ. უბრალოდ, ამის შესახებ წინასწარ არცერთმა ქალმა იცის ისევე, როგორც საქართველოს პირველმა ქალბატონებმა არ იცოდნენ, რას უმზადებდა ბედი. უბრალოდ, მათ არჩევანი იმ მამაკაცებზე შეაჩერეს, ვინც, მოგვიანებით, ერის რჩეული გახდა. “ვერ შევძელი, მზერა გამესწორებინა” – საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა, ზვიად გამსახურდიამ და მანანა არჩვაძემ ერთმანეთი ტრაგიკული ამბის გამო გაიცნეს. ორივეს დედა მძიმე სენით იყო დაავადებული. ზვიადის ოჯახს ჰქონდა წამლები, რომლებიც მდგომარეობას უმსუბუქებდა ონკოლოგიურ პაციენტებს, თუმცა, საქართველოში ოფიციალურად არ იყიდებოდა. მანანამ და მისმა დამ დახმარება სთხოვეს გამსახურდიებს. პირველად, სწორედ წამლის ანოტაციის გასაცნობად მიადგა კოლხურ კოშკს მანანა არჩვაძე, მაშინ გაიცნო ზვიადი. “ზვიადმა გააღო კარი, ლაბადა ჰქონდა მოსხმული და თავზე სვანური ქუდი ეხურა. ისე მომაშეშა თვალები, ვერ შევძელი, მზერა გამესწორებინა, ცოტა შიშმა ამიტანა, თვალები დავხარე. მე გაჭირვების გამო მივედი, ის კი არც მომესალმა, არც გამეცნო, ისე გამიყარა თვალი თვალში”, – იხსენებს მანანა არჩვაძე. იმისათვის, რომ შეუღლებულიყვნენ, ოთხი წელი დასჭირდათ. მანანა არჩვაძე ამბობს, რომ, პირველი დღეებიდანვე, მათ ურთიერთობას უშიშროების სამსახური მეთვალყურეობდა, რაც უამრავ სირთულეს უქმნიდა. მიუხედავად ამისა, მაინც შეუყვარდა. “არადა, ხშირად ვემალებოდი, მაგრამ, ერთ დღესაც, მალვა ლოდინში გადავიდა. ველოდებოდი, როდის გამოჩნდებოდა ზვიადი. გამსახურდიამ ის დაგეგმა, როგორ დაემხო საბჭოთა კავშირი და მანანა როგორ დაემორჩილებინა, ამას ვერ დაგეგმავდა?” – ღიმილით იხსენებს ექსპრეზიდენტის მეუღლე, რომელსაც ქმარი მოფერებით “ტუგუნას” ეძახდა”, – ვკითხულობთ პოსტში.

FB კომენტარები

კომენტარი