მოულოდნელი პოპულარობა და პოლიტიკოსობაზე მეოცნებე “სექსსიმბოლო”

378
SHARE

სასიამოვნოა, როცა მსოფლიოში ერთ-ერთ ულამაზეს ქალს გამსგავსებენ

წარმოშობით უკრაინელი, 18 წლის დიანა ოვანოვა უკვე 2 წელია, საქართველოში ცხოვრობს. როგორც ამბობს, ის ერთი უბრალო ფოტოსესიით გახდა პოპულარული და მას მერე “სექსსიმბოლოს” ეძახიან… თავს ქართველი ლამაზმანების კონკურენტად არ მიიჩნევს და ამბობს, რომ სხვების მსგავსად, ტანისამოსის გახდითა და ეროტიკულ ფილმებში მონაწილეობით არ აპირებს პოპულარობის შენარჩუნებას. მომავალში პოლიტიკაშიც სურს სცადოს ბედი.

– სტუდენტი ვარ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე ვსწავლობ და თან, თბილისის საკრებულოში ვმუშაობ. პარალელურად, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ვარ.

– ვინ არიან შენი მშობლები?

– დედა პროფესიით ფილოლოგია, მამა ბიზნესმენი და ასევე, საზოგადო მოღვაწე უკრაინაში. მყავს 13 წლის ძმა.

– ქართველი საზოგადოების ყურადღების ცენტრში სწრაფად აღმოჩნდი. ეს როგორ მოახერხე?

– საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოხვედრა გეგმაში ნამდვილად არ მქონდა. არასდროს მიოცნებია პოპულარობაზე. უბრალოდ, ეს ყველაფერი სამოყვარულო დონეზე გადაღებულ ფოტოსესიას მოჰყვა.

– სამოდელო სფეროში არასდროს ყოფილხარ?

– ვფიქრობ, რომ მოდელობისთვის საჭირო მონაცემები არც მაქვს. თუმცა, იმისთვის, რომ ფოტოსესია მოიწყო, სულაც არ არის აუცილებელი მოდელისთვის საჭირო პარამეტრები. ძალიან მინდოდა, პროფესიონალის მიერ გადაღებული ფოტოები მქონოდა, მაგრამ საზოგადოებამ ეს სხვანაირად გაიგო და ათასგვარი სიბინძურე ითქვა და დაიწერა. მე არ ვარ შტერი გოგო და საზოგადოებაც მალე მიხვდება, რომ ბევრი კარგი რამის გაკეთება შემიძლია. მაქვს საიმისო რესურსი, რომ სიშიშვლით კი არა, სხვა რაღაცებით გავხდე პოპულარული და აქტუალური.

– შენი წარმომავლობის შესახებ მომიყევი…

– ნახევრად ოსი ვარ, ნახევრად ქართველი. დედა ოსია, ხოლო ორივე ბებია – დედის და მამის მხრიდანაც, გვარად კანდელაკები არიან. თინა კანდელაკი ჩემი ნათესავია. უკრაინაში დავიბადე და გავიზარდე, სკოლაც იქ დავამთავრე. მერე ქართულმა სისხლმა თავისი ქნა და საქართველოში ცხოვრება გადავწყვიტე, სწავლაც აქ გავაგრძელე.

– მშობლებს როგორი რეაქცია ჰქონდათ, როცა საზოგადოებამ შენს ფოტოებზე დაიწყო ლაპარაკი?
– მშობლებს (განსაკუთრებით კი მამას) თავიდან გაუჭირდათ ჩემი პოპულარობის აღქმა. მიუხედავად იმისა, რომ მამა წლებია, უკრაინაში ცხოვრობს, მაინც კავკასიელად რჩება და მსგავსი რაღაცები არ მოსწონს. მითხრა კიდეც, – შეგეძლო, სხვა რამით გამხდარიყავი პოპულარულიო. დედამაც ინერვიულა, მაგრამ მერე გააცნობიერა, რომ ეს მიზანმიმართულად არ გამიკეთებია და ახლა მხარში მიდგას.

– ცნობილ მსახიობს – მონიკა ბელუჩის გამსგავსებენ, არა?

– მონიკა ბელუჩი ჩემთვის ქალის იდეალია. ეს მსახიობი ძალიან მომწონს და შესაბამისად, ისიც სასიამოვნოა, როცა მსოფლიოში ერთ-ერთ ულამაზეს ქალს გამსგავსებენ. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე არ მაქვს ჩემი, ინდივიდუალური სტილი. ბავშვობიდანვე თანატოლებისგან განსხვავებული რაღაცები მომწონდა და მიყვარდა. ვცდილობ, ყოველთვის ქალური ვიყო. მიყვარს დეკოლტე, მაგრამ არა ვულგარულობა.GzaPress

– პლასტიკური ოპერაცია თუ გაქვს გაკეთებული?

– არაფერი არ მაქვს გაკეთებული და საერთოდაც, წინააღმდეგი ვარ გარეგნობაში ქირურგიული ჩარევების… სხვათა შორის, ამ კითხვას ხშირად მისვამენ, რაც სიმართლე გითხრათ, არ მომწონს. ჯერ 18 წლის ვარ და საინტერესოა, როდის მოვასწრებდი პლასტიკური ქირურგიით რაიმეს შეცვლას? მერწმუნეთ, ყველაფერი ბუნებრივი მაქვს (იღიმის).

– შეყვარებული გყავს?

– შეყვარეული არ მყავს. კარიერაში საკმაოდ დიდი წინსვლები მაქვს, ეს კი ცოტა დროს მიტოვებს საიმისოდ, რომ პირად ცხოვრებაზე ვიფიქრო. მომავალში გამოჩნდება ჩემთვის სასურველი მამაკაციც.

– რთულია შენი გულის მოგება?

– ჩემი გულის მოგება არცთუ ისე იოლია. ვფიქრობ, ბევრმა დაკარგა მამაკაცის სახე და ის ღირებულებები, ქალის მიმართ რომ უნდა ჰქონდეს. მინდა, ჩემ გვერდით მყოფი მამაკაცი კარგად აღზრდილი იყოს და რა თქმა უნდა, ჩემზე ძლიერიც, ყველა ასპექტში. სუსტი მამაკაცი ჩემ გვერდით დაიჩაგრება, არასრულფასოვნების კომპლექსი გაუჩნდება.

– პოპულარობამ რა მოგიტანა?

– პოპულარობამ ბევრი ვერაფერი მომიტანა. ადამიანები რას არ სჩადიან იმის გამო, რომ ხალხის ყურადღება მიიპყრონ, მე კი საამისოდ მსგავსი არაფერი გამიკეთებია. პოპულარობამ და ცნობადობამ ზედმეტი თავის ტკივილი, უაზრო ზარები მომიტანა… ქუჩაში მესმის ფრაზები: “უი, ეს დიანა არ არის?” “ახალგამოჩენილი “სექსსიმბოლო” და ა.შ. იმედი მაქვს, ეს ყველაფერი მალე გაივლის და გამოჩნდება ვინმე ისეთი, ვინც ხალხს ჩემს თავს დაავიწყებს (იღიმის).

– მამაკაცები შენი გულის მოგებას როგორ ცდილობენ?

– დღეს მამაკაცებს სულიერების ჩვენება არ უნდათ, პირდაპირ ბრილიანტებით, მანქანებით და ძვირად ღირებული ნივთებით ცდილობენ ქალის გულის მოგებას, ჩემთვის კი სულიერებასა და ადამიანურობაზე ძვირფასი არაფერია. ვერანაირი ძვირად ღირებული საჩუქრით ვერ მოიგებ ჩემს გულს, თუ შენში არ დავინახე ის, რაც ჩემთვის ყველზე მნიშვნელოვანია. ამას წინათ შემომთავაზეს ერთ-ერთ ეროტიკულ ფილმში მონაწილეობა, მაგრამ არ დავთანხმდი, რადგან ეს ჩემს კარიერას ხელს შეუშლის და ყველაფერს დამინგრევს. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო ცხოვრება მაქვს და რაღაც სისულელის გამო ამ ყველაფერს არ გავაფუჭებ. ეროტიკული როლებით პოპულარობას და ამ გზით მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას არ ვაპირებ.

– შენზე ამბობენ, შორენა ბეგაშვილს ეჯიბრებაო… ამაზე რას იტყვი?

– შორენა ბეგაშვილს არ და ვერ გავეჯიბრები… არ ვთვლი, რომ ის ჩემზე რაიმეთი მაღლა დგას. ცნობადობით არაფრის მიღწევა არ მინდა. ყველაფერი ისედაც კარგად მაქვს. ბედნიერი ვარ იმ სფეროში მუშაობით, სადაც ახლა ვარ.

– რა გეგმები გაქვს სამომავლოდ?

– პოლიტიკაში წასვლას ვაპირებ. ჯერ კი საამისოდ არც ასაკი მიწყობს ხელს და არც გამოცდილება. მინიმუმ 21 წლის უნდა იყო, რომ ამ საქმიანობით დაკავდე. 21 წლამდე გამოცდილებას დავაგროვებ და შევიმუშავებ გეგმას, თუ როგორ წარვდგები ამომრჩევლის წინაშე. სხვათა შორის, ერთი თვის წინ საქართველოს მოქალაქეობა მივიღე.

– საქართველოში ვისთან ერთად ცხოვრობ?

– 2 წელია, თბილისში დედასთან ერთად ვცხოვრობ და ძალიან მიყვარს აქაურობა. თუმცა, აქ მყავს ძმაც და ბებიაც. მამა უკრაინაშია და ხშირად ჩამოდის ჩვენს მოსანახულებლად. სამომავლოდ საქართველოში გეგმავს ცხოვრებას და უკვე შეიმუშავა ბიზნესგეგმა, რომელსაც აქ განავითარებს.

– როგორ ზრუნავ საკუთარ გარეგნობაზე?

– საამისოდ განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ. უბრალოდ, ვცდილობ, ჯანსაღი ცხოვრების წესით ვიცხოვრო, სწორად ვიკვებო და ა.შ. ძალიან მიყვარს ფიტოთერაპია. ყველაზე მთავარი მომხიბვლელი რომ იყო, მოწესრიგებული ძილია. ჩემი ცხოვრება შეიცვალა მას შემდეგ, რაც გვიან ღამით დაძინებას გადავეჩვიე და დილით ადრე გაღვიძება ვისწავლე – ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი რამ, რაც შეიძლება ადამიანმა საკუთარ თავს გაუკეთოს. ჯანსაღი ცხოვრების წესი სილამაზის საწინდარია.

წყარო: http://gza.ambebi.ge

FB კომენტარები

კომენტარი