მოსრიალეთა საყურადებოდ!

38
SHARE

გუდაურის „facebook“-ის ოფიციალურ გვერდზე დამსვენებელთათვის განცხადება ვრცელდება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: მოსრიალეთა საყურადებოდ!
ძლიერი თოვლის მიუხედავად, კურორტზე და მათ შორის მთაზე მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური. ექსტრემალურ გარემოში უწევს მუშაობა კომპანიის ტექნიკას. შეძლებისდაგვარად გაიწმინდა ტრასები და საბაგიროები ჩვეული რეჟიმით მუშაობს .
დილით, თოვლი იყო ახალი და ფაფუკი (რბილი). როდესაც ჩვენი ტექნიკა მთაზე გავიდა და მუშაობას მორჩა, ამოვარდა ქარი და ტრასებზე პატარ-პატარა ბორცვები ,,ბუგაროკები’’ გაკეთდა.
მოსრიალეები,უსწორმასწორობის და ასევე ცუდი ხილვადობის გამო ზიანდებიან.
ამ შემთხვევაში, გატკეპნილ ტრასებს, სანამ ყინვა არ დაარტყავს, მანამდე ის სტანდარტი რაც უნდა იყოს, ჯერჯერობით ვერ იქნება შენარჩუნებული და მიღწეული,რისთვისაც გიხდით ბოდიშს!
აქვე, მოსრიალეებს მოგმართავთ თხოვნით, გაითვალისწინოთ ჩვენი მითითება, ისრიალოთ ჩაფხუტებით და მხოლოდ ფხიზელ მდგომარეობაში.‪

FB კომენტარები

კომენტარი