მოსკოვში ფილმ „ტაქსის“ ვარსკვლავს სცემეს (ფოტო)

54
SHARE

მოსკოვში ფრანგი მსახიობს, ფილმ „ტაქსის“ ვარსკვლავს, სამი ნასერის ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის შესახებ „მასკოვსკი კამსამოლეცი“ წერს. გამოცემის ინფორმაციით, ინციდენტი ტვერის ქუჩაზე, კარაოკე-ბარ „ Voice“-ში მოხდა. ნასერი იქ ძმასთან, ბიბისთან ერთად, გასართობად იყო მისული. ფრანგ სტუმრებს კარაოკეს სხვა სტუმართან კამათი მოუვიდათ, რომელმაც სანი ნასერის სახეში დაარტყა. ნაცემ მსახიობს სკლიფოსოვკის სახელობის სამედიცინო ინსტიტუტში აღმოუჩინეს შესაბამისი დახმარება და სახლში გაწერეს. რა გახდა ჩხუბის მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.
მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება მიმდინარეობს. სამი ნასერი არა მხოლოდ პოპულარულ ფილმებში შესრულებული როლებით, თავნება ხასიათითაც არის ცნობილი. ის არაერთხელ გამხდარა სკანდალების მთავარი გმირი, ჰქონდა სერიოზული პრობლემები კანონთანაც და პატიმრობაში ყოფნაც მოუწია.
საფრანგეთში, 2009 წელს, ის მოქალაქეს დანით დაესხა თავს, რის გამოც ფრანგულ ციხეში 19 თვე გაატარა, ასევე, დაპატიმრებული იყო ღამის კლუბის დაცვის თანამშრომელზე თავდასხმის გამო. 2008 წელს, მართვის მოწმობის გარეშე მანქანის ტარების დროს, ფრანგ პოლიციელ ქალს დაეჯახა ავტომობილით. კანის კინოფესტივალზე კი ნასერიმ პაპარაცებს შიშველი უკანალი აჩვენა, რის გამოც, ჯარიმის სახით, 10 ათასი ევროს გადახდამ მოუწია.

Comments

comments