მოსკოვის ბორდელში სექსთოჯინა ქალებისთვის გამოჩნდა – მუდამ „საბრძოლო მზადყოფნაში“

243
SHARE

მოსკოვში მდებარე ბორდელ „Dolls Hotel“-ში ქალებისთვის განკუთვნილი სექსთოჯინა სახელად “ალექსი” წარადგინეს.
ცენტრის მესვეურების თქმით, მათთან უამრავი წყვილი მიდის, რომელთაც მათი ინტიმური ცხოვრების გახალისება სურთ, ასევე სუსტი სქესის წარმომადგენლების მხრიდანაც მოთხოვნა იყო მსგავსი ტიპის სექსთოჯინაზე. როგორც ირკვევა, მათაც აინტერესებთ მომავალთან შეხება და სექსრობოტთან ინტიმური ურთიერთობის დამყარება.
როგორც კლუბის წარმომადგენლები ამბობენ, რეზინის „საყვარელი“ ყველანაირად იდეალურია – ის ნაზია, ლამაზი და ყოველთვის „საბრძოლო რეჟიმშია“.

ალექსის სიმაღლე 160 სანტიმეტრია, წონა 40 კილოგრამამდე. ის სამედიცინო სილიკონისგან არის დამზადებული, რომელსაც პლასტიკურ ქირურგიაში იყენებენ. მასთან ურთიერთობა საათში 5 ათასი რუბლი ღირს, ხოლო მისი შეძენა 150 ათასი რუბლის ფასადაა შესაძლებელი.

Comments

comments