მოსალოდნელია თუ არა ახალი ვირუსის ეპიდემია – მშობლებო, თქვენ უნდა იცოდეთ ამ სიმპტომების შესახებ

1098
SHARE

ზამთრის დადგომასთან ერთად, ინფექციური დაავადებების რაოდენობა ერთი ორად იზრდება. სკოლებსა და საბავშვო ბაღებში ვირუსები ყველაზე სწრაფად ვრცელდება. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვების უმეტესობა აცრილია სხვადასხვა ვირუსებზე და ზოგმა მშობელმა უკვე სეზონური გრიპის წინააღმდეგაც ჩაუტარა შვილებს ვაქცინაცია, დაავადებების გამომწვევი ვირუსები მუტაციას განიცდიან და წამლების ზემოქმედება მათზე დღითიდღე მცირდება.
წელს კი ექიმები განსაკუთრებულად ძლიერ ვირუსს შეეჯახნენ. ეს ვირუსი ანტიბიოტიკების წინააღმდეგაც ძალიან მყარია. ენტეროვირუსული ვეზიკულარული სტომატიტი ეგზანთემით ძალიან სწრაფად პროგრესირებს.ექსპერტების პროგნოზი დამშვიდების საშუალებას არ იძლევა – შესაძლოა, ეს წელი ამ დაავადების გამოვლენით რეკორდული გახდეს.
ამის თაობაზე “ნიუს.ვითუბიინფექციონისტ სალომე ნიქაბაძეს დაუკავშირდა და ვირუსის გავრცელების პრევენციაზე და მკურნალობაზე ესაუბრა. მისი თქმით, ვირუსის სიმპტომები გაციებას ძალიან ჰგავს – მაღალი ტემპერატურა და ყელის ტკივილი.
“დაავადებულის ხელის და ფეხის გულებზე, ასევე პირის ღრუში მოწითალო გამონაყარი ჩნდება. იშვიათად, მაგრამ გამონაყარი სხეულის სხვა ნაწილებზეც ჩნდება, მათ შორის სასქესო ორგანოებზე”,- განმარტავს ნიქაბაძე.

რატომ არის ეს ვირუსი ასეთი გავრცელებული? 

– საქმე იმაშია, რომ ვირუსი ძალიან იოლად გადადის ნერწყვით. დაინფიცირება შეიძლება დაავადებულის დაცემინების შემდეგ, კოცნის ან ხელის ჩამორთმევის შედეგად.
სწორედ ამიტომ, დაავადება იოლად ვრცელდება სკოლამდელი ასაკის ბავშვებში.აქ ბავშვებს ერთმანეთთან მუდმივი ფიზიკური კონტაქტი აქვთ და ცხადია, ყოველი ასეთი შეხების შემდეგ ისინი ხელებს არ იბანენ. ასევე სწრაფად ვრცელდება ვირუსი სკოლებში. ბავშვები ერთმანეთს წიგნებს და კალმებს ხელიდან ხელში აწვდიან, ერთმანეთთან ახლოს სხედან ეს კი იდეალური გარემოა ინფექციის გავრცელებისთვის. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ დაავადება იოლად გადადის იმ ადამიანებზე, ვისაც სუსტი იმუნიტეტი აქვთ. შესაბამისად, რისკის ქვეშ არიან ასაკოვანი ადამიანებიც.

stomatiti3

რამდენად საშიშია ეს დაავადება?
– მიუხედავად იმისა, რომ სიმპტომები საკმაოდ ცუდი სანახავია, დაავადება სიცოცხლისთვის საშიში არ არის. სწორი მკურნალობის შემთხვევაში, 1 კვირა საკმარისია იმისთვის, რომ ორგანიზმი მოერიოს ვირუსს. უნდა გვახსოვდეს, რომ პირველი სიმპტომების გამოვლენისთანავე უნდა მივმართოთ ექიმს. თუ ოჯახში სხვა ბავშვებიც არიან, პაციენტის გამოჯანმრთელებამდე, სასურველია, მოვარიდოთ მას სხვა ბავშვები, რათა ისინიც არ დაინფიცირდნენ.

stomatiti4

 რა გართულებები ახლავს თან ვირუსს?

– თუ სიმპტომების გამოვლენის შემდეგ პაციენტმა არ მიმართა სპეციალისტს, შესაძლოა მისი მდგომარეობა გართულდეს. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ რისკ ჯგუფში არიან ის ადამიანები, რომლებსაც სუსტი იმუნიტეტი აქვთ. გართულების შემთხვევაში, შესაძლოა განვითარდეს მენინგიტი ან ენცეფალიტი.

როგორ ავირიდოთ თავიდან ენტეროვირუსული ვეზიკულარული სტომატიტი?
– პირველ რიგში უნდა დავიცვათ ჰიგიენის ნორმები. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ თქვენმა ბავშვებმა კარგად დაიბანონ ხელი ქუჩიდან დაბრუნების შემდეგ და ჭამის წინ. თუ კი ვირუსის სიმპტომებს შენიშნავთ, აუცილებლად მიიყვანეთ ბავშვი სპეციალისტთან და პაციენტს მიაღებინეთ ბევრი სითხე.

წყარო: http://news.vitube.ge

Comments

comments