მოსაზრება, რომ ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ შეიძლება გვიყვარდეს, მითია!

234
SHARE

ის აზრი, რომ ქალს მხოლოდ ერთხელ უყვარდება, ნამდვილი სიყვარულით, მაინც გადმონაშთი მგონია, როდესაც ქალს, როგორც ქმრის საკუთრებას ისე განიხილავენ და მიიჩნევენ, რომ ის სიცოცხლის ბოლომდე მისი ერთგული უნდა იყოს. ეს პოსტულატი, რომელიც, საბედნიეროდ, დროსთან ერთად ძალას კარგავს, წლების წინ, იმ რომანტიკული სიყვარულით იყო გამართლებული, რომელიც თითქოს სიცოცხლის ბოლომდე გრძელდებოდა. თუმცა ბავშვობის ასაკიდან როდესაც საბოლოოდ გამოვდივართ და ცხოვრებას რეალურად ვუყურებთ, გავიაზრებთ, რომ ხშირ შემთხვევაში, “სიყვარული სიკვდილამდე” მითია და მეტი არაფერი. ამას, ფსიქოლოგებიც ამტკიცებენ, რომლებიც ამბობენ, რომ ყოველ ჩვენგანს აქვს მოთხოვნილება, უყვარდეს და უყვარდეთ, იყოს საყვარელი ადამიანის გვერდით და დაიკმაყოფილოს სექსუალური მოთხოვნილებები. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავდებიან, არაფერია გასაკვირი იმაში, რომ სხვადასხვა ტიპის ადამიანები მოგვწონდეს. წარმოგიდგენიათ, რომ 17, 25 და 35 წლის ასაკში ერთი ტიპის მამაკაცები შეიძლება მოგწონდეთ? გემოვნება იცვლება და იმაში ცუდი არაფერია, რომ ნებისმიერ ჩვენგანს სიყვარულის გაცემა და განცდა სიცოცხლის განმავლობაში რამდენჯერმე შეუძლია. ახალი ურთერთობის დაწყება სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანს ადრე არ უყვარდა! რაღაც ეტაპამდე, შეიძლება გვჯეროდეს კიდეც იმის, რომ ერთადერთი სიყვარული არსებობს და გულწრფელად მხოლოდ ერთხელ შეიძლება შეგვიყვარდეს, თუმცა ალბათ დამეთანხმებით, რომ დროთა განმავლობაში, როგორც საკუთარ თავზე, ასევე ჩვენ გარშემო მყოფ ადამიანებზე გვეცვლება წარმოდგენა და შეხედულებები. მაშინ, როდესაც ერთი ურთიერთობა მთავრდება, გვგონია, რომ ამას ვერ გადავიტანთ, რომ ასეთს მეორეს ვეღარ შევხვდებით, რომ ასე არავის ვეყვარებით, მაგრამ როცა ჩვენ თვითონ ვიწყებთ საკუთარი თავის უკეთ გაცნობას, როცა გოგონა ნამდვილ ქალად ყალიბდება, პირველ რიგში, იცნობს და იყვარებს საკუთარ “მეს” და ხვდება, რომ ყველაფერის დაძლევა და გადალახვა შესაძლებელია. ხოლო იმისათვის, რომ თავი ისევ ბედნიერად და საჭირო ადამიანად ვიგრძნოთ, მხოლოდ და მხოლოდ დრო გვჭირდება, წარსულის დასავიწყებლად და ცხოვრების სუფთა ფურცლიდან დასაწყებად. ალბათ, იმის გააზრება, რომ სხვა ადამიანის შეყვარებაც შეგვიძლია და მზად ვართ ამისთვის, აღმოგვაჩენინებს, რომ წარსულ ტკივილს არ უნდა შევაკლათ თავი… ფსიქოლოგების აზრით, 30 წლის ასაკში ქალი ყველაზე მეტად არის მზად, გაიაზროს თავისი შესაძლებლობები, გაიგოს რა უნდა ცხოვრებისგან და ახლებურად შეიყვაროს კიდეც. ამ დროს უკვე შესაძლებელია ემოციებისა და თავის კონტროლი. ეს სრულებითაც არ ნიშნავს, რომ რამდენიმე ადამიანი ერთდროულად უნდა შევიყვაროთ, თუმცა ზოგს ასეც ემართება და ესეც ინდივიდუალურია. ეს ვისთვის კარგია, ვისთვის – ცუდი, მთავარი აქ ისაა, რომ არასოდეს დაკარგოთ იმედი, არ გაწიროთ საკუთარი ბედნიერება და წარუმატებელი სასიყვარულო ურთიერთობის შემდეგაც გჯეროდეთ, რომ სიყვარული ისევ მოვა!

წყარო:http://www.kvirispalitra.ge/

FB კომენტარები

კომენტარი