მოროშკინა: არ ვიცი, მოსკოვიდან როდის დავბრუნდები, ან დავბრუნდები თუ არა საერთოდ

125
SHARE

ლალი მოროშკინამ სოციალურ ქსელში სტატუსი დაწერა, სადაც ქართველ ხალხს ემშვიდოებება და მოსკოვში ხანგრძლივი დროით მიდის. „ჩემო ტკბილო და საყვარელო ადამიანებო, დასრულდა ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი მონაკვეთი. ურთულესი წელი მქონდა და მადლობა ყველას თანადგომისთვის. გტოვებთ და თან ჩემს გულს გიტოვებთ. არ ვიცი, როდის დავბრუნდები, ან დავბრუნდები თუ არა საერთოდ. ტკივილამდე მიყვარს საქართველო, არც დავფიქრდები, ისე გავწირავ თავს, მაგრამ დგება მომენტი, როდესაც გვერდზე უნდა გადგე და ისე შეაფასო მოვლენები. იქნებ მეჩვენება, რომ რაღაც დალპა. ზუსტად ვიცი, სადაც არ უნდა ვიყო, ყველგან ქართულ საქმეს გავაკეთებ და რიგითი ჯარისკაცივით საქართველოს ვემსახურები. მშვიდობით”, – წერს მოროშკინა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

FB კომენტარები

კომენტარი