“მორალურად განადგურებული ვარ” – ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლი დუმილს არღვევს

1471
SHARE

ნეკა დოროყაშვილისა და ნიკოლოზ ბასილაშვილის სკანდალის გარშემო საზოგადოების ინტერესი ამ დრომდე არ ცხრება.

წყვილს შორის მომხდარ სკანდალზე მედიაში არაერთი ინფორმაცია გაჟღერდა. დღეს გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ნეკა დოროყაშვილი მონასტერში წავიდა. დოროყაშვილმა კომენტარი “პრაიმტაიმთან” გააკეთა:

“ეს ინტერვიუები, რაც იწერება, არის აბსურდული ტყუილები და ამ ტყუილების გამო არ ვაპირებ, ახლა თავი ვიმართლო.

გასაგებია, რომ ხალხს აინტერესებს და მნიშვნელოვანია ყველა დეტალი, მაგრამ ჩემთვის და ჩემი შვილისთვის ეს სენსიტიური თემაა.

მე არ ვარ თავის მართლების პოზიციაში და პასუხს ვერ გავცემ ხალხს, რომელიც აბსურდულ ბრალდებებს მიყენებს და განმიკითხავს.

ამ ყველაფერმა პირიქით, უფრო გამაძლიერა, უფრო დიდი მოტიცავია მომცა იმიტომ, რომ დავიცვა ჩემი შვილი.

მორალურად განადგურებული ვარ, მაგრამ არ ვარ ისე ცუდად, რომ წავიდე მონასტერში და მივატოვო ჩემი შვილი. მე იმიტომ ვარ ჩუმად, რომ არ ვარ თავის მართლების პოზიციაში.

მოვა დრო, როცა დაუსრულებლად ბევრს ვილაპარაკებ ამ თემაზე. აგრესიულები არიან “ბოტები” და მოსყიდული “ექაუნთები”, რომლებიც ფულს იღებენ ამაში და წერენ იმას, რასაც წერენ.

ყველა კითხვას პასუხი გაეცემა, რაც ხალხს აინტერესებს.

ჩემ უკან ჩემი შვილი და მისი მომავალი დგას, არ მაქვს უფლება, დავაზიანო მისი ფსიქიკა, მით უმეტეს, ახლა, როცა ბავშვი ფსიქოლოგებთან დამყავს. არ არის კარგად.

თავზე ლაფის დასხმა მიმართულია იმისკენ, განიკითხონ ქალი, დედა, ჩემი გვარიშვილობა და ღირსება. არავის მივცემ ამის უფლებას.

ქალისთვის ყველაზე მთავარია დედობა და არავის მივცემ უფლებას, გამნიკითხონ, როგორც დედა და შეილახოს ჩემი ღირსება. ამიტომაც ვარ ახლა ჩუმად.

ვერ ვხვდები, რატომ ლახავენ ადამიანის, მით უმეტეს, მსხვერპლისა და ხუთი წლის ბავშვის უფლებებს, ეს რატომ უნდა მოგინდეს?!”, – აცხადებს დოროყაშვილი.

წყარო: Primetime.ge

FB კომენტარები

კომენტარი