მომხიბლავი ჟოფრეი წლების შემდეგ – აზერბაიჯანული წარმოშობის მსახიობი კვლავ ბაქოშია (ფოტო)

802
SHARE

ჟოფრეი დე პეირაკის როლის შემსრულებელი, აზერბაიჯანული წარმოშობის ფრანგი მსახიობი რობერ ოსეინი კვლავ ბაქოშია. 88 წლის მსახიობი მამის სამშობლოში მეუღლესთან, მსახიობ კენდის პატთან ერთად ჩავიდა. შეხვედრა მედიასთან ჰეიდარ ალიევის ცენტრში გაიმართა. მსახიობს და მის მეუღლეს ოვაციით დახვდნენ.
„მე ყოველთვის ვტირი, როდესაც ბაქოს ქუჩებში ვსეირნობ. მთელი გულით მიყვარს ეს ლამაზი და კეთილი ქალაქი, ვხედავ, როგორ იზრდება ტოლერანტული ბაქო, აქ ცხოვრება და მუშაობა შემიძლია. მამაჩემი აზერბაიჯანელი იყო. აზერბაიჯანში ჩემი ბაბუა დაიბადა, მამა კი – სამარყანდში, თუმცა ყოველთვის ჰქონდა კავშირი სამშობლოსთან, ის ყოველთვის მიყვებოდა ამ შესანიშნავ ქვეყანაზე და ხალხზე. მამაჩემი ძალიან კარგად უკრავდა თარზე და მეც შემასწავლა, შემდეგ კი ვიოლინოზეც უკრავდა და წერდა მუსიკას ოპერისთვის და ბალეტისთვის“, – აღნიშნა ოსეინმა.
რობერ ოსეინის მამა, ანდრე ოსეინი დაბადებიდან სახელს – ამინულა ატარებდა, მისი გვარი კი ჰუსეინოვი იყო. თავად რობერტ ოსეინი კი – აბრაჰამ ჰუსეინოვის სახელს ატარებდა. მსახიობი პარიზში დაიბადა.

FB კომენტარები

კომენტარი