მომხიბლავი ადამიანების 11 საიდუმლო

134
SHARE

ზოგიერთი ადამიანი, რომელსაც ბევრი ფული, კავშირები ან განსაკუთრებული გაგრეგნობა არა აქვს, ყოველთვის დადებით ენერგიას გამოსცემს და საკუთარ თავში დარწმუნებულია. სწორედ ასეთ ადამიანებს მივმართავთ რჩევისთვის ან დახმარებისთვის. ისინი სულაც არ არიან განსაკუთრებულები – უბრალოდ ქცევის გარკვეულ წესებს იცავენ.
1. ისინი ნებისმიერ ადამიანს პატივიცემით ექცევიან. იქნება ეს ყველაზე მსხვილი კლიენტი თუ გამყიდველი სუპერმარკეტში. მომხიბლავი ადამიანები ხვდებიან, რომ სხვებზე უკეთესები არ არიან და ყველას პატივს სცემენ.
2. ისინი „პლატინის წესს“ იცავენ. „ოქროს წესია“ – მოექეცი სხვას ისე, როგორც გინდა, რომ ის შენ მოგექცეს. ხოლო „პლატინის წესია – მოექეცი სხვა ადამიანს ისე, როგორც მას სურს, რომ მოექცნენ“. ეს, პირველი წესისგან განსხვავებით, ყველა ადამიანის თავისებურებას ითვალისწინებს.
3. მათ ფუჭი საუბარი არ უყვართ. არაფერზე საუბარი მოსაუბრეში ემოციებს არ იწვევს. ამასთანავე, ყველაზე არაფრისმთქმელი დიალოგიც კი შეიძლება სიღრმისეული გახადონ, თუ მას ორ-სამ საინტერესო კითხვას დაამატებენ.
4. ასეთ ადამიანებს, პირველ რიგში, სხვები აინტერესებთ, და არა საკუთარი თავი. ისინი არ ფიქრობენ იმაზე, თუ რამდენად მოსწონთ სხვა ადამიანებს და, შესაბამისად, ასე ბუნებრივად იქცევიან.
5. არ ცდილობენ, სხვას მოეწონონ. მომხიბლავი ადამიანები ხვდებიან, რომ ზედმეტი მცდელობა, სხვას თავი მოაწონო, მაშინვე თავალში საცემია.
6. ისინი ყოველთვის ხედავენ განსხვავებას ფაქტსა და აზრს შორის. ძალზე მწვავე დებატების დროსაც თავშეკავებას ინარჩუნებენ.
7. ისინი ნამდვილები არიან. ყველას კი გულახდილი ადამიანები მოსწონს.
8. ისინი სიმართლეს ამბობენ. ყოველთვის სიმართლის თქმა მარტივი არ არის, მაგრამ ამისთვის ადამიანებზე ცუდი არ უნდა თქვა და ისე მოიქცე, როგორც საჭიროა.
9. ისინი იღიმებიან. თუ გსურთ საუბრის დროს კეთილგანწყობას მიაღწიოთ, მხოლოდ გაიღიმეთ და თქვენ საპასუხო ღიმილს მიიღებთ.
10. ცდილობენ, კარგად გამოიყურებოდნენ. ამასთანავე, საკუთარ გარეგნობაზე ზედმეტად ჩაციკლულები არ არიან.
11. სიცოცხლის მოყვარულები არიან. არასოდეს არიან მოწყენილები. ცხოვრება მათთვის ერთი დიდი თავგადასავალია. ეს როდი ნიშნავს იმას, რომ მათ პრომლემები არა აქვთ, უბრალოდ ისინი მათ დროებით სირთულეებად აღიქვამენ.

FB კომენტარები

კომენტარი