მომრავლდნენ თუ არა ქვეწარმავლები საქართველოში? – სპეციალისტის პასუხი

763
SHARE

გვემუქრება თუ არა ქვეწარმავლების მომრავლების საფრთხე საქართველოში? – აღნიშნულ საკითხზე ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში ჰერპერტოლოგმა, შოთა ზანდუკელმა ისაუბრა:

„პანიკის საფუძველი არ გვაქს, ქვეწარმავლების მომრავლება ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, რადგან ყოველ წელს უცვლელი რიცხვია და მათი აქტივობა წელსაც ისეთია, როგორიც წინა წლებში. რაც უფრო მაღალია ტემპერატურა, ქვეწარმავალი უფრო არააქტიური ხდება, უმეტესი მათგანი ღამის ცხოვრებაზე გადადის და აქედან გამომდინარე, ადამიანის მხედველობის არეში ისინი ნაკლებად ხვდებიან. გველის არ უნდა შეგეშინდეთ, ის არაფერს დაგვიშავებს, თუ ჩვენ მას თავს არ დავესხმებით. როდესაც მას ვუახლოვდებით, ის გარბის“, – აღნიშნა ჰერპერტოლოგმა.

 

FB კომენტარები

კომენტარი