მომთაბარე ხალხების მსოფლიო თამაშებმა დასავლური მედია აღაფრთოვანა (ფოტოკოლაჟი)

103
SHARE

ყირგიზეთში, მომთაბარე ხალხების მესამე მსოფლიო თამაშები მიმდინარეობს. ამ ღონისძიებაში მონაწილეობას როგორც ყირგიზი, ასევე ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნების წარმომადგენლები იღებენ. შთამბეჭდავ თამაშებში, რომლებიც ისიკ-კულის ტბის მიმდებარედ, თვალწარმტაც გარემოში იმართება, ასობით ათლეტი მონაწილეობს.
თამაშების მიზანი ეთნიკურად მომთაბარე ხალხების ტრადიციული კულტურის და სპორტის მემკვიდრეობის შენარჩუნება და წარმოჩენაა. ღონისძების გახსნის ცერემონიალს თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ ტაიფ ერდოღანი დაესწრო.
ღონისძიება ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება. წარმოდგენილია 37 ეთნიკური სპორტული თამაში, ტრადიციული რეწვის ხელოვნება, რაც მომთაბარე ხალხებმა საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნეს. ერთ-ერთი ყველაზე ღირსშესანიშნავი სანახაობა უცხოელი სტუმრებისა და მედიის აზრით, არის ქალი, რომელიც ფეხების მეშვეობით მშვილდ-ისარს ისვრის, ასევე, ქალ-ვაჟის პაექრობა ცხენებით, ყაზახი მონადირეების მიერ არწივებით ნადირობა და სხვა.
აღსანიშნავია, რომ 2020 წელს მომთაბარე ხალხების მსოფლიო თამაშების მასპინძელი თურქეთი გახდება.

Comments

comments