მომეპარჭყა ეს პირჯვრის გადასაწერად შეკრული სამი თითი – რა პირჯვარი, წარბებს ვისწორებდი, მართლა! – თინა მახარაძე

454
SHARE

თინა მახარაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს: “”ამირანში” ფესტივალზე მისასვლელად გადავწყვიტე,ფეხით გამესეირნა ავტობუსის მორიგი გაჩერებისკენ,ოპერამდე.მეთქი-ცხელი სასმელი ხელში და ქაშუეთი,ცისფერი გალერეა,თეატრალური,დეკემბერი,შენი ქალაქი,რამე..ვიყიდე კინო “რუსთაველში” შავი მოცხარის ჩაი და მაწვდიან ერთჯერად ჭიქას,რომელზეც დაბეჭდილია დიდი ასოებით “თმის გადანერგვის კლინიკა “თალიზი”. ანუ,არ ვღადაობ – “თმის გადანერგვის კლინკა “თალიზი”! ჩაის ჭიქაზე.ქაღალდის პარკზე კი არა,ან ფლაერზე ან ვერც ვხდები,რაზე,რომ სისასტიკე არ იყოს,არამედ- კეთილშობილ ჩაის ჭიქაზე. ის კი არა,რო მოცხარი და იისფერის ეგეთი პროზაული ტონები და სეირნობა თბილისის ქუჩებში,მაშინვე ვინმე კაცის ახალთახალი ბეწვების გემოს გრძნობ ენაზე.თმის დაგლეჯვა გინდება ეგრევე.მოფრატუნობ საცოდავად.ძაან სევდაა,ძაან. იუ გაიზ,არ ვეერი სთრეინჯ. მერე ქაშუეთთან ,როგორც რომ კარმა ან რამე მშობლიური,ძველი,კეთილი ჩვევა,გავჩერდი,პირჯვარი გადავიწერე-არც ძაან სწრაფად,არც ბევრჯერ,ერთხელ და მოკრძალებულად.ზრდილობიანად ძალიან და საფეთქელზე ძგაფ და ამომეშანთა ვიღაც ორი ქალის ოთხივ თვალი. რაღაცაზე ბჭობდნენ,უცებ ერთი მომენტალურად გაშეშდა და სულ ფერდში იდაყვის კვრით შემოახედა ჩემკენ მეორე. იდგნენ ასე, მონუსხულებივით,მიყურებდნენ,როგორც მსუქანი დადლები ბუ ჰედვიგს,ან დაჰიპნოზებული მაუგლი-ბოროტ კას,და ყურებს აპარტყუნებდნენ. მომეპარჭყა ეს პირჯვრის გადასაწერად შეკრული სამი თითი და მერე ისე გავაკეთე,ვითომ- “რაა პირჯვარი,წარბებს ვისწორებდი,ოოღონ’ც მართლა!” რომ -“არა,არა,ქალბატონებო..შეგეშალათ,ჰიიჰი.კი არა და-ვიხუმრე,მე ვინ მომცა მაგის უფლება,აი,აი,ცუდი მემე,ცუდი..”- და ვირტყი ხელებში. წუთისოფელია თუ რაც არის,უცნაური კია,მე და ჩემმა ღმერთმა,და ჰა.”

FB კომენტარები

კომენტარი