მომბეზრდა მოსაწყენი ქეთა თოფურია – რეპერმა “გუფმა” მომღერალს 18 წლის გოგოსთან უღალატა (ვიდეო, ფოტო)

5061
SHARE

ჭორები იმის შესახებ, რომ 39 წლის ალექსეი დოლმატოვი ე.წ. გუფი და 32 წლის ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია დაშორდნენ, ჯერ კიდევ გასულ კვირას გავრცელდა. ვარსკვლავებმა სოციალურ ქსელში ერთობლივი ფოტოების და “პოსტების” განთავსება შეწყვიტეს. ცეცხლი ამ ჭორებს თავად ქეთამაც შემატა, როდესაც კითხვაზე დაშორდნენ თუ არა ის და “გუფი” მან ორაზროვანი პასუხი გასცა. სოციალური ქსელის მომხმარებელმა ქეთას ჰკითხა, თუ რატომ არ არის ის რეპერთან ერთად, რაზეც მომღერალმა უპასუხა – “მე ახლა Mickey Mouse მყავს”.
დღეს “იუთუბარხ” “პუშკაზე” საინტერესო ვიდეოჩანაწერი გამოჩნდა, რომელიც ადასტურებს, რომ “გუფმა” ქეთას 18 წლის იანასთან უღალატა. რეპერი არ უარყოფს მასთან ინტიმურ კავშირს და ჩანაწერში ისმის ჩხუბი ვინაიდან ,გოგონა მას ფოტოების გამოქვეყნებით ემუქრება.
იანას თქმით, მან და “გუფმა” ერთმანეთი მოსკოვში მაშინ გაიცნეს, როდესაც გოგონა ჯერ კიდევ 16 წლის იყო. შემდეგ, თუ კი გოგონას დავუჯერებთ, ისინი ერთმანეთს მის მშობლიურ ქალაქში, ეკატერინბურგში შეხვდნენ, სადაც “გუფს” კონცერტი ჰქონდა. როგორც იანა ამტკიცებს, რეპერი თვითონ გამოვიდა კონტაქტზე და ქალაქის დათვალიერება სთხოვა. იანას თქმით, “გუფი” ამბობდა, რომ მას მობეზრდა “მოსაწყენი ქეთა თოფურია” და ცდილობდა დაშორებოდა, დაახლოებით, ხუთჯერ, მაგრამ ქეთა მას მუდამ აბრუნებდა.
ჯერჯერობით, არც ქეთა და არც “გუფი” მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

FB კომენტარები

კომენტარი