“მოკლა ოთხი ახალგაზრდა ადამიანი, 1 მცირეწლოვანი ბავშვი ობლად და 4 მცირეწლოვანი ბავშვი უდედოდ დატოვა”

146
SHARE

 ევროპის უნივერსიტეტის დოქტორანტი გრიგოლ გეგელია სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “იმერეთში მომხდარმა საშინელმა ავარიამ, რომელმაც მოკლა ოთხი ახალგაზრდა ადამიანი, 1 მცირეწლოვანი ბავშვი უმშობლებოდ, ახლა კი უკვე 4 მცირეწლოვანი ბავშვი უდედოდ დატოვა, ყველა ჩვენგანი უნდა დააფიქროს ჩვენს წილს უპასუხისმგებლობაზე. დროა გამოვიდეთ კომფორტის ზონიდან, სადაც მრავლადაა ჩამოყრილი ყურები, დასევდიანებული თვალები და “არ მჯერა, ეს როგორ უნდა მომხდარიყო” ფრაზები. რეაქციები, რომლებიც არაფერს არ შველის და არაფერს არ ამბობს. ეს ავარიები თვითონ არ ხდება. მათ ჩვენ ვახდენთ! მართეთ პასუხისმგებლობით, მართეთ ფხიზლებმა, ისწავლეთ მოთმინება, ისწავლეთ რიგის დაცვა, ისწავლეთ სხვისი სიცოცხლის პატივისცემა, ისწავლეთ საერთოდ სიცოცხლის პატივისცემა, ისწავლეთ ჯანმრთელობის ფასი, ნუ ჩათვლით თქვენს თავს ყველაზე მნიშვნელოვნად და ყველაზე საჩქარო საქმეზე მყოფად! გახსოვდეთ, რომ სამყარო არაა მხოლოდ თქვენი, რომ თქვენ გარდა სხვებიც არსებობენ, ზუსტად იმავე პრეტენზიით სიცოცხლესა და მის ყველა გამოვლინებაზე! გახსოვდეთ ეს ყველაფერი და ყველა გადავრჩებით! სიკვდილსაც გადავრჩებით და ამ საზარელი ამბების სმენასაც, რომელიც არანაკლებ მოქმედებს! მე საერთოდ არ ვმართავ მანქანას, მესამე პირში მხოლოდ ამიტომ ვწერ. პასუხისმგებლობა ერთმანეთზე, რომელიც ბუნებრივად გვაკისრია, ყველა ჩვენგანისაა. დიდი ფილოსოფია და ყურების ჩამოყრა სავსებით არ არის საჭირო. საჭიროა ცოტა გონზე მოსვლა და ცოტა სამოქალაქო და ადამიანური პასუხისმგებლობის გამოჩენა! უნდა ვცეთ პატივი სიცოცხლეს, სანამ ის გვაქვს!”- განაცხადა გრიგოლ გეგელიამ ფეიბუქსის საკუთარ გვერდზე.

წყარო: presa.ge

FB კომენტარები

კომენტარი