მოზარდმა მშობლები მუხლებზე დააყენა და ბოდიში მოახდევინა – სკანდალური ვიდეო

287
SHARE

ამ ვიდეომ საზოგადოება ერთდროულად აღაშფოთა და გააოცა . გეიმერმა მოზარდმა, რომელიც ჩამოყალიბებული ინტერნეტდამოკიდებულია, მშობლები მუხლებზე დააყენა, ბოდიში მოახდევინა და ეს ყველაფერი ფირზე აღბეჭდა, მერე კი სოციალურ ქსელში გაავრცელა.
ვიდეოს ავტორი მოსკოველი მოზარდია. როგორც რგოლიდან ჩანს, ის იმისთვის სთხოვს მშობლებს ბოდიშის მოხდას, რომ მისი ნების გარეშე წაიყვანეს სარეაბილიტაციო დაწესებულებაში, სავარაუდოდ, იმ მიზნით, რომ ინტერნეტდამოკიდებულება დაეძლია.
როგორც ბიჭის ახლობლები ამბობენ, ის გეიმერია, ერთ-ერთ პოპულარული ქსელური თამაშით არის შეპყრობილი და მთელ თავის დროს ამას უთმობს. ადრე წერდა, რომ საკმაოდ დიდხანს იტანჯებოდა ჩაკეტილობით და არაპოპულარობით თანატოლებს შორის, ინტერნეტში კი ხსნა იპოვა. მოგვიანებით, ბიჭი ისე ჩაითრია კომპიუტერმა, თავის მოკვლაც კი სცადა და მშობლებმა ის რამდენიმე თვით სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს, თუმცა, როგორც ვიდეოზე ჩანს, ამას ბიჭზე დადებითად არ უმოქმედია.

წყარო:http://www.mshoblebi.ge

FB კომენტარები

კომენტარი