”მოდულში” რომ მაყურყუტებდნენ და ჩემს შვილს მამა ხელში ჩააკლეს, ბევრი დღეს რომ იბოღმებით, მაშინ მაინცადამაინც არ მახსოვხართ„

682
SHARE

ჟურნალისტი ლალი მოროშკინა, რომელიც ამჟამად რუსეთში იმყოფება, ფეისბუქის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს.
„არ შემეძლო არ დამეწერა… უბრალოდ ძალიან განვიცდი შორს სამშობლოსგან… დიდი მადლობა მათ, ვისაც ჩემი წარმატება ასე გულწრფელად გიხარიათ, მადლობა ღმერთს, რომ ბევრნი და ხარისხიანები ხართ, მაგრამ აი იმ ხალხს რა ვუყო, მონდომებით რომ ცდილობენ არ შეიმჩნიონ ჩემი წარმატება? იმას აღარ ვამბობ, რომ ბევრი წელი  შავი პიარი აქტიურად მოქმედებდა ჩემ წინააღმდეგ, ცდილობდნენ ყველა ჩემი ნათამაშევი როლი,თუ სკეჩი შოუებში წარმოეჩინათ, როგორც ჩემი რეალური ცხოვრება… ახლა კი ვზივარ მოსკოვის სასტუმროში, ვემზადები კიევისთვის და სოჭისთვის და ვფიქრობ, ასე რამ დაგბოღმათ ვითომ ”ჩემიანები”? ჩემი, სისხლით დაწერილი წიგნის წარმატება ვერ გადაიტანეთ? p.s ისე მე სააკაშვილის რეჟიმის დროს ”მოდულში” რომ მაყურყუტებდნენ და ჩემს შვილს მამა ხელში ჩააკლეს, ბევრი დღეს რომ იბოღმებით, მაშინ მაინცადამაინც არ მახსოვხართ… ახლა კი ჩემი დროა!“, -წერს ლალი მოროშკინა.

FB კომენტარები

კომენტარი