მოდით ვაღიაროთ რომ… ანუ ცოდვები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

68
SHARE

  ნებისმიერ ადამიანს გააჩნია ხასიათში ნაკლი და ღირსება. თუმცა იმის აღიარება, რომ სადღაც ჩვენც ვცდებით და ზოგჯერ, თავაზიანი ბოდიშიც გვაქვს მოსახდელი ყველას როდი ხელეწიფება.
ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ პატიების თხოვნა და ბოდიშის მოხდის უნარი, სულაც არ გახლავთ სისუსტე, მაგრამ ეს ნიჭი ყველა ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელს არ ახასიათებს. ამიტომ საჭიროა, უბრალოდ ალალად გაუსწოროთ ხანდახან თვალი საკუთარ ნაკლოვანებებს და უბრალოდ ვაღიაროთ, რომ დიახ, სადღაც მართლაც შეგვეშალა…
ვერძის შეცდომები ძირითადად უტაქტობასა და სიფიცხეს უკავშირდება. ამ ხალხს გამოკვეთილი ეგოიზმი გააჩნია. რის გამოც იშვიათად აღიარებენ თავს დამარცხებულად მაშინაც კი, როცა ეს უდავოა.
კუროს ცოდვები სიჯიუტეს, აბსურდულობამდე დასულ პრინციპულობას, ზედმეტ მერკანტილურობასა და ღორმუცელობას უკავშირდება. კუროების დიდ ნაწილს, ფული ძალიან უყვარს, ხშირად ამის გამო მათ ურთიერთობაც უფუჭდებათ გარშემო მყოფებთან.
ტყუპის ცოდვები მის გრძელ ენას, ცვალებად ხასიათს და ენაზე კბილის დაჭერის აბსოლუტურ უუნარობას უკავშირდება. ამ ადამიანებს, ახასიათებთ ხშირად სრულიად “უვნებელი” ჭორების გავრცელება-გაზიარება, რასაც სავალალო შედეგები მოსდევს.
კირჩხიბი ყველაზე ხშირად დეპრესიულობით, უმიზეზო სიანჩხლით ან ჭირვეულობით სცოდავს. ამ ადამიანებს უყვართ მრავალსაათიანი წუწუნი და თავის შეცოდება, მაშინ როცა რეალურად არც ისე ცუდად აქვთ საქმე. ეს ყველაფერი იმიჯს ულახავს მათ საზოგადოებაში.
ლომის ყველაზე დიდი ნაკლი მედიდურობა, სხვების აზრის გაუთვალისწინებლობა და ამპარტავნულო გამოხდომებია. ხშირად ხდება ისე, რომ ძალაუფლების ხელში ჩაგდებისას ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულები თავს ზედმეტის უფლებას აძლევენ. რეალურად კეთილი გული აქვთ, მაგრამ გარშემო მყოფების თვალში დიქტატორის იმიჯს იმკვიდრებენ ზედმეტი მედიდურობით.
ქალწულის ნაკლი და ყველაზე გამაღიზიანებელი თვისება მეწვრილმანეობაა. ამ ადამიანებს შორის ხშირად ვხვდებით პათოლოგიურ ძუნწებსა და მეშჩანებს, რომელთაც შეუძლიათ ნებისმიერ შემთხვევაში “ბუზი სპილოდ გადააქციონ”.

FB კომენტარები

კომენტარი