მოდელი, რომელიც უინი ჰარლოუამ ჩაანაცვლა – “ვიცი, როგორი რთულია აღარ შეადარო შენი თავი სხვას “

62
SHARE

„Victoria’s Secret“-მა 2018 წლის „ანგელოზი“ თავისი შთამბეჭდავი შოუსთვის უკვე შეარჩია. ის 24 წლის უინი ჰარლოუა, რომელსაც სახასიათო გარეგნობა აქვს. აღსანიშნავია, რომ სანამ არჩევანს ამ მშვენიერ მოდელზე შეაჩერებდნენ, ბრენდის მესვეურები ფსონს 24 წლის კრისტინა რომანოვაზე დებდნენ. თუმცა, უცნობი მიზეზების გამო, მისი კასტინგი ჩავარდა.
რუსი ოლიგარქის, ვლადისლავ დორონინის მეგობარმა ქალმა, მოდელმა რომანოვამ საკუთარ „ინსტაგრამზე“ ფოტო გამოაქვეყნა წარწერით – „ მათ ვისაც აინტერესებდა: მე არ ვაპირებ ამ წელს Victoria’s Secret-ის შოუში მონაწილეობას. მადლობელი ვარ თქვენი უწყვეტი მხარდაჭერისა და სიყვარულისთვის. ყველა მოდელს კი, ვინც ბედნიერი ბილეთი მოიგო, ვულოცავ! გოგოებო, თქვენ ყველანი გამარჯვებულები ხართ. ვიცი, როგორი რთულია აღარ შეადარო შენი თავი სხვას და არ აჰყვე სილამაზის სტანდარტებს, მაგრამ თქვენ ყოველთვის უნდა მიიღოთ ის, რადგან ყველა თქვენგანი მშვენიერია თავისი განსაკუთრებული სილამაზით!

FB კომენტარები

კომენტარი