”მოდა მოკვდა!” – დემნა გვასალიას ”კროქსებმა” მსოფლიო გააოგნა

770
SHARE

პარიზის მოდის კვირეულზე დემნა გვასალიამ მთელი მსოფლიო გააოგნა – “ბალენსიაგას” მოდელები პოდიუმზე ყველაზე უშნო ფეხსაცმლად მიჩნეული “კროქსებით”  გამოჩნდნენ, რომლის პლატფორმის სიმაღლე 10 სანტიმეტრია.
ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მოდელები პოდიუმზე “კროქსებით” გამოვიდნენ – გასულ წელს ეს ფეხსაცმელი კრისტოფერ კეინის გაზაფხულის კოლექციაშიც გამოჩნდა, თუმცა “ბალენსიაგამ” მაინც მოახერხა ყველას გაოცება, რადგან ამჯერად “კროქსების” პლატფორმის სიმაღლემ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა.
დემნა გვასალია განმარტავს, რატომ შეაჩერა არჩევანი “კროქსზე”. “ეს არის ინოვაციური ფეხსაცმელი. მსუბუქია, ერთ მთლიან ნაწილად ჩამოსხმული. ასეთი ტექნოლოგია და მასალა  “ბალენსიაგასთვის” ძალიან შესაფერისია,” – ამბობს გვასალია.
როგორც აღმოჩნდა, დიზაინერს “კროქსი” აქამდე არასოდეს სცმია და პირველად წელს, ზაფხულში მოისინჯა. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, რა ეღირება “ბალენსიაგას” “კროქსი”, თუმცა ვარაუდობენ, რომ 1 წყვილის ფასი 250 დოლარი იქნება. შედარებისთვის – ჩვეულებრივი “კროქსი” დაახლოებით, 30 დოლარი ღირს.
“ბალენსიაგას” ფეხსაცმელი კრიტიკის ქარცეცხლი მოჰყვა. ბრიტანული გამოცემა “მეტრო” წერს, რომ პარიზის მოდის კვირეულზე წარმოდგენილი კოლექციით “მოდა მოკვდა.”

წყარო:http://www.ambebi.ge

FB კომენტარები

კომენტარი