მობილური ქსელების ტარიფები იზრდება

163
SHARE

კომპანია სილქნეტი 1 მარტიდან სატარიფო გეგმის ცვლილებას აპირებს.
„ახალი საფასო პოლიტიკის შედეგად, როგორც ფიქსირებული, ასევე, მობილური ქსელის აბონენტები, გაუმჯობესებულ პაკეტებსა და მობილური ინტერნეტის გაზრდილ მოცულობებს მიიღებენ“, – აღნიშნულია კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში.
“ჯეოსელის” 5-ლარიანი პაკეტი -7 ლარი, 10-ლარიანი – 15 ლარი, ხოლო 25-ლარიანი 30 ლარი ეღირება. ტარიფის გაზრდას გეგმავს “მაგთიც”.
18 თებერვლიდან ტარიფი „მარტივი 25“ 30 ლარი ხდება, ასევე წესდება ნომრის მომსახურების საფასური, რაც “ჯეოსელის” შემთხვევაში, თვეში 20 თეთრს გულისხმობს. მაგთის აბონენტებისთვის კი 180 დღის განმავლობაში 1 ლარი.

FB კომენტარები

კომენტარი