“მნიშვნელოვანი ორგანო, რომელსაც ბევრი ფუნქცია აქვს” – რა იწვევს ღვიძლის დაავადებებს, როგორ კეთდება მისი გადანერგვის ოპერაცია და რა რისკები ახლავს პროცესს

88
SHARE

რამ­დე­ნი­მე წე­ლია, სა­ქარ­თვე­ლო­ში ღვიძ­ლის გა­და­ნერგვის ურ­თუ­ლე­სი ოპე­რა­ცი­ე­ბი წარ­მა­ტე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს. ღვიძ­ლის ტრან­სპლან­ტა­ცია მსოფ­ლი­ოს 10 ყვე­ლა­ზე რთუ­ლი ოპე­რა­ცი­ის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში შე­დის. რო­გორ კეთ­დე­ბა ღვიძ­ლის გა­და­ნერგვა, რა რის­კე­ბი ახ­ლავს მას და რა სჭირ­დე­ბა ღვიძ­ლის ქი­რურ­გი­ის სრულ­ყო­ფას სა­ქარ­თვე­ლო­ში, ამის შე­სა­ხებ ონ­კო­ქი­რურ­გი , ტრან­სპლან­ტო­ლო­გი, მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი კობა შა­ნა­ვა გვე­სა­უბ­რე­ბა:

– უპირ­ვე­ლე­სად, მოგ­ვი­ყე­ვით თქვენს შე­სა­ხებ

– 2003-ში და­ვამ­თავ­რე სა­მე­დი­ცი­ნო ინ­სტი­ტუ­ტი, ამის შემ­დეგ ვმუ­შა­ობ­დი თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო აკა­დე­მი­ის ( ექიმ­თა და­ხე­ლოვ­ნე­ბის ინ­სტი­ტუ­ტი) კლი­ნი­კუ­რი ანა­ტო­მი­ის კა­თედ­რა­ზე, მეც­ნი­ერ თა­ნამ­შრო­მე­ლი ვი­ყა­ვი, ეს საკ­მა­ოდ რთუ­ლი წლე­ბი იყო. ამ დე­პარ­ტა­მენ­ტის ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბა იყო ღვიძ­ლი და ჩემი ინ­ტე­რე­სი ამ ორ­გა­ნოს მი­მართ სტუ­დენ­ტო­ბის პე­რი­ო­დი­დან მო­დის. შემ­დეგ ვეწ­ვიე უნ­გრეთს, სა­დაც ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვსწავ­ლობ­დი. ამის მერე ჩემი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა გაგ­რძელ­და მი­უნ­ხენ­ში სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში, ონ­კო­ქი­რურ­გი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტში, შემ­დგომ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა გა­ვაგ­რძე­ლე პა­რიზ­ში, პოლ-ბრი­უ­სის სა­ხე­ლო­ბის კლი­ნი­კა­ში, სა­დაც ფიქ­რი ღვიძ­ლის ქი­რურ­გი­ა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლად და­ვი­წყე. შემ­დეგ იყო სამ­ხრეთ კო­რეა, სე­უ­ლის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა და ბო­ლოს, 2014 წელს დავ­ბრუნ­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში და რამ­დე­ნი­მე კლი­ნი­კა­ში ვი­მუ­შა­ვე. ამ პე­რი­ოდ­ში 14 ღვიძ­ლის გა­და­ნერგვა და უამ­რა­ვი ღვიძ­ლის ქი­რურ­გია გა­კეთ­და, ონ­კო­ლო­გი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ე­ბის გამო. თა­მა­მად შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ღვიძ­ლის ქი­რურ­გი­ის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის ბევ­რი გა­ვა­კე­თეთ და ვაგ­რძე­ლებთ დღე­საც.

– რამ­დე­ნად რთუ­ლი დარ­გია და რამ­დე­ნი ხნით ადრე იწყებთ ხოლ­მე მზა­დე­ბას ოპე­რა­ცი­ის­თვის?

– თუ შე­ვა­და­რებთ სხვა მომ­დი­ნა­რე­ო­ბებს, ყვე­ლა­ზე რთუ­ლი დარ­გია. აქ აუ­ცი­ლე­ბე­ლია მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნუ­რი მიდ­გო­მა, გუნ­დი რო­მე­ლიც შედ­გე­ბა სხვა­დას­ხვა სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის­გან. მე­დი­ცი­ნის დარ­გში თუ არ არის ერ­თო­ბა, წარ­მა­ტე­ბა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. პირ­ვე­ლად, როცა და­ვი­წყეთ ამ პრო­ექ­ტის გან­ვი­თა­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მარ­ტო ექი­მე­ბის, არა­მედ სა­შუ­ა­ლო პერ­სო­ნა­ლის გა­დამ­ზა­დე­ბაც მოხ­და. ამ ოპე­რა­ცი­ენს წინ უძღო­და ხან­გრძლი­ვი მომ­ზა­დე­ბის პე­რი­ო­დი.

– ღვიძ­ლის გა­და­ნერგვის დროს რამე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა თუ გახ­სოვთ?

– რა თქმა უნდა. 2016 წლის ბო­ლოს, 4 წლის პა­ცი­ენ­ტი გვყვავ­და, რო­მელ­საც თან­და­ყო­ლი­ლი პა­თო­ლო­გია ჰქონ­და. 4 წლის ასა­კამ­დე ამ პა­თო­ლო­გი­ით მოხ­და მისი მარ­თვა, რა­შიც ქარ­თვე­ლი ექი­მე­ბის ძა­ლი­ან დიდი წვლი­ლი უნდა აღი­ნიშ­ნოს. ასე­თი პა­თო­ლო­გი­ის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტის მარ­თვა ამ ასა­კამ­დე რთუ­ლია. ამის შემ­დეგ დად­გა პე­რი­ო­დი, როცა ამ პა­ტა­რას გა­დარ­ჩე­ნის ერ­თა­დერ­თი შან­სი ღვიძ­ლის გა­დან­რეგ­ვა იყო. და­ვი­წყეთ აქ­ტი­უ­რი მზა­დე­ბა, ეს იყო პირ­ვე­ლი პე­დი­ატ­რი­უ­ლი შემ­თხვე­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში. პა­ცი­ენ­ტი დღეს თავს კარ­გად გრძნობს, ჩვე­ნი სი­ა­მა­ყე და სიმ­დიდ­რეა.

– რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის კურ­სი პა­ცი­ენ­ტის­თვის რთუ­ლია?

– საკ­მა­ოდ რთუ­ლია, ასე­თი პა­ცი­ენ­ტე­ბი მთე­ლი ცხოვ­რე­ბა იმუ­ნო­სუპ­რე­სი­ი­ის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბი­ან, ანუ მათი იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის დათ­რგუნ­ვა ხე­ლოვ­ნუ­რად ხდე­ბა, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან რომ ეს გა­და­ნერ­გი­ლი ორ­გა­ნო უცხოა მას­პინ­ძე­ლი ორ­გა­ნიზ­მის­თვის და ყო­ველ­თვის არ­სე­ბობს მისი მო­ცი­ლე­ბის შან­სი. ასე­ვე დიდი როლი ენი­ჭე­ბა პა­ცი­ენ­ტე­ბის და ექი­მე­ბის ერ­თობ­ლივ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას. გვქონ­და შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც სა­წყის ეტაპ­ზე პა­ცი­ენ­ტმა არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა ექი­მის რჩე­ვა, რა­საც მოჰ­ყვა გარ­თუ­ლე­ბე­ბი.

– ღვიძ­ლის და­ა­ვა­დე­ბის გა­მომ­წვევ მი­ზე­ზებ­ზე რომ გვე­სა­უბ­როთ…

– ღვიძ­ლი არის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ორ­გა­ნო ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მში, რო­მელ­საც უამ­რა­ვი ფუნ­ქცია აქვს და უამ­რავ პრო­ცე­სებს არე­გუ­ლი­რებს. ყვე­ლა­ზე ხში­რი და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი ფაქ­ტო­რი არის ვირუ­სუ­ლი ჰე­პა­ტი­ტე­ბი (C და B ჰე­პა­ტი). ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში C ჰე­პა­ტი­ტის ეპი­დე­მია იყო და მკურ­ნა­ლო­ბის დიდი პრობ­ლე­მა ფი­ნან­სუ­რი მხა­რე გახ­ლდათ, თუმ­ცა სა­ხელ­მწი­ფოს მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი უფა­სო ელი­მი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მა მარ­თლაც, რომ შვე­ლა აღ­მოჩ­ნდა ხალ­ხის­თვის. ასე­ვე უნდა აღი­ნიშ­ნოს თბი­ლი­სის მე­რი­ის და თა­ვად მე­რის მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ღვიძ­ლის გა­და­ნერგვის ოპე­რა­ცი­ე­ბის და­ფი­ნან­სე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რის­თვი­საც მად­ლო­ბა მინ­და მათ გა­და­უ­ხა­დო. გა­სულ წელს უკვე ამოქ­მედ­და თბი­ლი­სის მე­რი­ის პროგ­რა­მა, რაც ოპე­რა­ცი­ის ნა­წი­ლობ­რივ და­ფი­ნან­სე­ბას გუ­ლის­ხმობს და ამ პროგ­რა­მა­ში ჩა­სარ­თა­ვად წელ­საც უამ­რა­ვი პა­ცი­ენ­ტი ემ­ზა­დე­ბა. მსგავ­სი მიდ­გო­მე­ბი სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რად­გან ასე­თი პრო­ექ­ტე­ბის გა­რე­შე ეს დარ­გი ვერ გან­ვი­თარ­დე­ბა.

– თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბის უცხო­ეთ­ში გაგ­რძე­ლე­ბა თუ გი­ფიქ­რი­ათ?

– ჩემი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის პრო­ცეს­ში უამ­რავ ქვე­ყა­ნა­ში ვი­ყა­ვი. რა თქმა უნდა, დარ­ჩე­ნის ცდუ­ნე­ბა იყო, თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ მა­ინც ვბრუნ­დე­ბო­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში. ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ვემ­სა­ხუ­რო ჩემს ქვე­ყა­ნას და ჩემს ხალ­ხს. ეს არის დარ­გი, რო­მელ­საც დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა, უმ­თავ­რე­სად კი სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ეს ურ­თუ­ლე­სი დარ­გია მე­დი­ცი­ნა­ში.

– სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზე რას გვე­ტყვით?

– სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი უკავ­შირ­დე­ბა ჩემს მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას, ღვიძ­ლის ქი­რურ­გი­ას, ჩვენ და­ვი­წყეთ ურ­თუ­ლეს კონ­ტი­გენ­ტთან მუ­შა­ო­ბა, რა­შიც იმე­დი მაქვს, გვექ­ნე­ბა მხარ­და­ჭე­რა, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან.

(R)

წყარო:https://www.ambebi.ge

FB კომენტარები

კომენტარი