მკვლევარები: ლუდი კიბოს კურნავს

117
SHARE

ლუდის შემადგენელი ერთ-ერთი ინგრედიენტი შესაძლოა, კიბოს წინააღმდეგ ბრძოლისათვის იქნას გამოყენებული,- ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია აშშ-ს მკვლევარებზე დაყრდნობით ავრცელებს.
საუბარია ინგრედიენტზე, რომელიც ალკოჰოლურ სასმელს ოდნავ სიმწარეს აძლევს. როგორც აღმოჩნდა, აღნიშნული ინგრედიენტი ორგანიზმზე სასარგებლოდ მოქმედებს. მკვლევარების მტკიცებით, მას აქვს უნარი, მავნე ბაქტერიების ზრდა და დაავადების გავრცელების პროცესი შეაჩეროს. ანგარიშში მეცნიერები აღნიშნავენ, რომ აღნიშნული ნივთიერება შეიცავს სასარგებლო მჟავებს – „ჰუმულონებს“ და „ლუპულონებს“, რომელთა შემცველობითაც შესაძლებელია ახალი პრეპარატების დამზადება.

FB კომენტარები

კომენტარი