„მკვდარმა ანგელოზმა“ საზოგადოება შოკში ჩააგდო (ფოტო)

335
SHARE

ჩინელმა მხატვრებმა სუნ იუანმა და პენ იუიმ, რომლებიც საკმაოდ პროვოკაციული ნამუშევრებით არიან ცნობილები, ახალი ქანდაკება წარმოადგინეს. „მკვდარი ანგელოზი“ მათ Saatchi-ს გალერეაში აჩვენეს. ქანდაკება ძალზე რეალისტურად გამოიყურება. ის მკვდარ მოხუც ქალს ასახავს ანგელოზის ფრთებით – ახლა მისი ფრთები ბუმბულის გარეშეა, თმები ჭაღარაა, ხოლო სახეზე ნაოჭებია.
თავად მხატვრები ამ ქანდაკების იდეას მიწიერ და ზეციურ ცხოვრებას შორის ძალზე მყიფე ზღვარის არსებობით ხსნიან. მათი აზრით, ანგელოზი მორწმუნეებს ვეღარ დაეხმარება და მის არსებობას აზრი ეკარგება. სუნ იუანს და პენ იუის პროვოკაციული ნამუშევრები ადრეც წარმოუდგენიათ, რომელშიც ადამიანებისა და ცხოველების გვამებს, ასევე ადამიანის ქონს და სხეულის ნაწილებს იყენებდნენ.

11787318_10204344676168639_882367110_n

FB კომენტარები

კომენტარი