მკაცრი მშობლების შვილებს ეს ცხოვრების ბოლომდე ემახსოვრებათ

65
SHARE

ადრე ვფიქრობდით, რომ ჩვენი მშობლები ზედმეტად მკაცრები არიას – ისინი ძალზე ბევრ რამეს გვიკრძალავდნენ. მაგრამ ახლა ვხვდებით, რომ ზოგიერთ აკრძალვაში ისინი მართლები იყვნენ და ეს დარიგებები ცხოვრებაში გამოგვადგა. მათ კი დღეს ღიმილით ვიხსენებთ.
1. სტუმრად ყოფნისას სწორედ თქვენ გიწევდათ სახლში ყველაზე ადრე წასვლა, მაშინ, როდესაც სხვები გართობას განაგრძობდნენ.
2. თუ მეგობრებთან ღამით რჩებოდით, მშობლებს აუცილებლად აძლევდით მათ მისამართს, ტელეფონს და სხვა საკონტაქტო ინფორმაციას, ასევე მათ შესახებ დაწვრილებით ანგარიშს ამზადებდით და მშობლებს ფიცს აძლევდით, რომ არ დალევდით და 10 საათზე დაიძინებდით.
3. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი მეგობრები ღამით გასართობად ერთი ადგილიდან მეორეში გადადიოდნენ, თქვენ ზუსტად იცოდით, რომ მშობლები უარს გეტყოდნენ, ვინაიდან ამის შესახებ ისინი 2-3 დღით ადრე უნდა გაგეფრთხილებინათ.
4. ვიდრე მშობლებს რაიმე თხოვნით მიმართავდით, თქვენ სარკესთან რეპეტიციას გადიოდით. თანაც არა მარტო თქვენს სიტყვას, არამედ მშობლების კითხვებზე სავარაუდო პასუხებსაც ამუშავებდით.
5. ვიდრე მშობლებს რაიმე თხოვნით მიმართავ, უნდა დარწმუნდე, რომ ისინი კარგ გუნებაზე არიან.
6. ხანდახან თქვენ ეუბნებოდით – „ნუ, რა მნიშვნელობა აქვს, მე ხომ წინასწარ ვიცი, რომ უარს მეტყვით“, – ამ ილეთს მნიშვნელოვანი თხოვნის წინ იყენებდით.
7. რაიმეს თხოვნას მხოლოდ ერთხელ ჰქონდა აზრი. მეგობრების რჩევა – „მიდი, მათ კიდევ ერთხელ სთხოვე“, არ მუშაობდა.
8. ყოველთვის გიწევდა პარასკევის და შაბათის წვეულებებს შორის არჩევა, რადგანაც ორივეზე მშობლები არ გაგიშვებდნენ.
9. როდესაც თქვენი არანორმალური მეგობრები ასჯერ ცვლიდნენ გეგმებს, ნამდვილი პანიკა გეწყებოდათ, იმიტომ რომ მშობლებისთვის ამ ყველაფრის ახსნა გიწევდათ.
10. ხანდახან იტყუებოდით, რადგანაც ეს სახლიდან გასვლის ერთადერთი საშუალება იყო. თქვენ ზოგჯერ ახლაც იტყუებით.
11. თქვენ არ იგინებოდით, ვიდრე უნივერსიტეტში არ ჩააბარეთ.
12. მშობლებთან „იმის შესახებ“ საუბარი არ გქონიათ. შესაძლოა, ისინი რაიმე წიგნს გაჩეჩებდნენ, მაგალითად ასეთი სათაურით: „როგორ იცვლება სხეული“ და თქვენ ამ საკითხში საკუთარი ძალებით გარკვევის უფლებას გაძლევდნენ.
13. ვახშმის დროს თქვენ იმას განიხილავდით, თუ როგორ მიდის საქმე სკოლაში, მაგრამ მეგობრებზე და შეყვარებულზე არასოდეს საუბრობდით. რაც უფრო მეტს ნერვიულობდნენ ამაზე მშობლები, მით ნაკლები იყო მეგობრების და შეყვარებულის გაჩენის შანსი.
14. დღესაც კი, როდესაც თქვენ რამეს იცვამთ, აუცილებლად ფიქრობთ, თუ რას იტყვიან ამაზე მშობლები. რა ჩხუბის გადატანა გიწევდათ ზედმეტად მოკლე კაბის გამო!
15. ყურების გახვრეტა – ეს თქვენს სხეულზე დაშვებული ცვლილებების მაქსიმუმი იყო. არანაირი ტატუ, პირსინგი და ფერადი თმები.
16. როდესაც მშობლებთან ერთად ტელევიზორს უყურებდით, ყოველთვის სხვა არხზე რთავდნენ, როდესაც გმირები კოცნას დააპირებდნენ.
17. თქვენი მშობლები ყოველთვის ცდილობდნენ ექსკურსიის დროს გამოგყოლოდნენ.
18. „დარეკე, როცა მიხვალ“, „შენ რა, სტუმრად ასე იქცევი?“, „მაგიდიდან იდაყვები ჩამოიღე“, – ეს სიტყვები თქვენ მილიონჯერ გაქვთ გაგონილი.
19. წლების განმავლობაში თქვენ რაიმე სპონტანური გეგმის განხორციელებას ცდილობდით.
20. ამ ყველაფრის მიუხედავად, მშობლები თქვენთვის მაინც დედამიწის ზურგზე ყველაზე კარგები არიან.

FB კომენტარები

კომენტარი