მიხეილ ჭკუასელი: ასაკი ციფრებია. გასათვალისწინებელი, ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ მაინც ციფრები

63
SHARE

პრეზიდენტის ყოფილი პრესსპიკერის, ხატია მოისწრაფიშვილის, მეუღლე მიხეილ ჭკუასელი 49 წლის გახდა. მან სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც მადლობას უხდის ოჯახს, ხატიას და მათთან გატარებულ დროს აღწერს.

,,49
ესეც ასე . . . (ამ სამი წერტილის ნაცვლად, რა ტექსტიც უნდა იყოს , ამას მომავალ წელს დავწერ)
ერთი წელიც და ფრიადოსანი გავხდები და ახალ ტრადიცულ მისალმებასაც მაშინ დავწერ. მანამდე კი შარშანდელს (ასე ვამბობ ყოველ წელს) გავიმეორებ.

გწამდეს, გიყვარდეს, უყვარდე!
აი ეს არის მარადისობის ფორმულა ჩემთვის.
ყველაფერი დანარჩენი ციფრებია.
ციფრებიც და დროც ხომ ჩვენ მოვიგონეთ, იმისათვის, რომ გაგვეადვილებინა ამ წუთისოფლის ყოფიერება.
და მერე ისიც მოვიფიქრეთ, რომ გვეთქვა: ვერ ვასწრებ, ახლა ამის დრო არ არის, ხვალ, გვიანია . . .
არასდროს თქვა – არ შეგიძლია, მნიშვნელობა არ აქვს რა მასშტაბის, სირთულის, წინააღმდეგობის გადალახვა მოგიწევს! იმიტომ, რომ შეგიძლია!
არასდროს თქვა, რომ მორჩა! არა, არ მორჩა, უბრალოდ უნდა შეცვალო და ამ ცვლილებს არ უნდა შეუშინდე!
არასდროს არ უნდა დანებდე და სულ უნდა იმოძრაო! სულ! შეუჩერებლად!
და მუდმივად უნდა შექმნა, გააკეთო, ააშენო, გამოძერწო, დახატო, იმღერო, იცეკვო!
უნდა შექმნა!
და გაიმარჯვო! გაიმარჯვო! გაიმარჯვო!
ასაკი ციფრებია. გასათვალისწინებელი, ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ მაინც ციფრები.
მთავარია გწამდეს, გიყვარდეს, უყვარდე!

გულში გაზაფხულია,
ხასიათში ვულკანია,
ტანში სიმწიფეა,
თვალებში ოკეანეა,
შინაარსში სიყვარულია!
თავში მილიარდობით . . . იდეა, პროექტი, საქმე და ფიქრია მომავალზე, რომელსაც ჩვენს შვილებთან ერთად ავაშენებთ . . .
ღმერთი, სამშობლო, ოჯახი და . . . VERO!
Fino Alla Fine! Forza!

ჰო და ჩვენ არასოდეს არც დავბერდებით და არც მოვკვდებით
მიყვარხართ თქვენ მე.
მარიამი დილით მოვა ძალიან ადრე და და ჩემს ნუშას ჩავიხუტებ საჩუქრად! აი ასე მომილოცავს ჩემი მარუსა მე!
მერე მე და ნუშა ვისაუბრებთ:
– შენა ხარ ჩემი სიცოცხ – ლე!
– სიხარუ – ლი!
– სიყვარუ – ლი!
– ვარსკვლა – ვი!
– მზე – მზე!
– ბედნიერე – ბა!
– ნუ – შა!
– მი – შა!
– ფორცა – უვი!
და ნუშა გულიანად გადაიკისკისებს
წელსაც დავბურჯღნი, დავბურჯღნი, დავბურჯღნი, დავბურჯღნი და კიდევ ერთხელ და ბევრჯერ დავბურჯღნი ჩემს უხშენგენაცვალე ბაბუს!

ხატია! ჩემი ხატია სამშობლო!
ერთხელ ვთქვი რომ არ დაეწერათ მე დავწერდი-მეთქი!
ჰოდა ასე ყოველდღე ვწერ ჩემი ცხოვრებით და მერეც დავწერ!

ანდრია დილით მოვა სკოლაში წასვლამდე და კიდევ ერთხელ მეტყვის
– მამიიიიი გილოცავ! კაი მე წავედი. სკოლაში!
მოვა და მაკოცებს.

– მამა გილოცავ!
დამჯდარი ხმით მომილოცავს გიორგი და მერე მკიტხავს დღეს რაში და როგორ მომეხმაროს.

დედასავით საყვარელი სიდედრი თავადის ასული ეთერი მომილოცავს დიდი გულით და დიდი სიყვარულით!

ამასობაში მამადავითზე ავალ, მამა იოანე მომილოცავს და დამლოცავს.
მიყვარს მე ჩემი მამა

თერთმეტის ათ წუთზე ყველაზე მთავარი მოლოცვა იქნება – დედა! მობილური დარეკავს . . . „დედიკო უკვე ორმოცდაცხრა წელია ვიცნობთ ერთმანეთს“
მიყვარხარ დედა!

ლონგი თავის სტილში იქნება არ შეიმჩნევს, მაგრამ სადღაც ხმა გაებზარება და აუცილებლად დამიძახებს – მიშიკო!

თამუნა აუცილებლად ასე დაიწყებს ასე – მიშიიიიიიიიიი! და მერე მარიამი, კესარია, სოფიო, იოანე და ახლა უკვე ჩემი თეოდორეც გააგრძელებენ!
ესეც ტრადიციულად!

ეს ჩემი წლის განცხადებაც ტრადიციულად გაშლილი ვაშლივით ემსგავსება ერთმანეთს.
ესეც ტრადიცია გახდა უკვე!
შევცვლი როდესმე ან არ შევცვლი!

რა შევცვალე წელს?
თბილისში შევხვდი და არა გზაზე თბილისისკენ
წელს სახლში არ ვიქნები. ხომ შეიძლება ერთხელ მაინც არ ვიყო სახლში და ჩემს გოგონებს მივცე საშუალება უფრო მშვიდად და მოლხენილად იგრძნონ თავი ჩემს დაბადების დღეზე?
შეიძლება! აუცილებელიც კი არის მე თუ მკითხავთ!

და ბოლოს ისევ ტრადიციულად!

მადლობა შენ უფალო, რომ მომეცი მე სიცოცხლე და გამხადე ღირსი ამ სიყვარულის, ქართველობის, რწმენის და ეკლესიის შვილობის, მამობის, მეუღლეობის, უხშენეგენაცვალე ბაბუობის! შვილობის, შვილიშვილობის, დედმამიშვილობის, მეგობრობის, ძმობის, ნათესაობის . . .

თქვენი გურიელი
2019 წლის 10 სექტემბერი
თბილისი

მიშას და ხატიას ცისფერი სახლი,”- წერს მიხეილ ჭკუასელი.

შეგახსენებთ, რომ ხატია მოისრაფიშვილი პრეზიდენტის სპიკერის პოსტიდან სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებით გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა.

FB კომენტარები

კომენტარი