მიხეილ სააკაშვილი: დანაზოგით ვცხოვრობ, რომელიც 6 თვე მეყოფა! – რამდენს უხდიან ოდესის გუბერნატორს?! (ვიდეო)

305
SHARE

ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ის დანაზოგით ცხოვრობს, რომელიც კიდევ 6 თვის განმავლობაში ეყოფა. უკრაინის ქართველმა მაღალჩინოსანმა მის ფინანსურ შემოსავლებზე, უკრაინულ ტელეარხ 112 Украина- ს ეთერში განაცხადა.

გადაცემის მსვლელობისას ტელეწამყვანმა აღნიშნა, რომ გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინელი მინისტრები ხელფასის სახით, არაფორმალურად თვეში 50 ათას დოლარს იღებენ, რაზეც ოდესის გუბერნატორმა აღნიშნა, რომ მას არაფორმალურად არაფერს უხდიან და რომ ის დანაზოგით ცხოვრობს.

2

„ახალ საერთაშორისო ლიდერთა ამერიკული ინსტიტუტიდან მე წელიწადში ხელფასის სახით, 200 000 დოლარს ვიღებდი. ეს ყველაფერი ხდებოდა ოფიციალურად და ლეგალურად. მას შემდეგ, რაც მე აქ ჩამოვედი, ძალიანაც მინდოდა იმ ხელფასის კვლავ მიღება, მაგრამ მე ამიხსენეს, რომ ეს იყო შეუძლებელი. ამიტომ, ახლა ის მე კიდევ 6 თვე მეყოფა“, – განაცხადა სააკაშვილმა უკრაინულ არხთან საუბრისას.

ექს-პრეზიდენტის ფინანსური შემოსავლები და ხელფასი, საზოგადოებისა და მედიისთვის მუდმივი ინტერესის საგანს წარმოადგენს. მიმდინარე წლის ზაფხულში ცნობილი გახდა, რომ სააკაშვილი მისი ხელფასით უკმაყოფილო იყო და რომ უკრაინაში ერთ წელიწადზე მეტ ხანს არ გაჩერდებოდა.

“ერთი წელიწადი გავჩერდები, მეტი არა. თუ ჩვენ ნამდვილ ხელფასს არ ავიღებთ უკრაინაში – ქვეყანა ვეღარ გაუძლებს”,- დაიჩივლა მაშინ ოდესის გუბერნატორმა ტელეკომპანია ICTV-სთან ინტერვიუში.

1

როგორც ცნობილია, ოდესის ოლქის მმართველის ხელფასი თვეში 5644 გრივნას – 267 დოლარს შეადგენს. დოკუმენტში, რომელიც ოდესის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვლადიმირ კულაკოვმა გამოაქვეყნა, მითითებულია, რომ “ვალუტის დღევანდელი კურსის მიხედვით, ოდესის ოლქის ხელმძღვანელის ხელფასი თვეში დაახლოებით, 267 დოლარია”.

ოდესის გუბერნატორად დანიშვნამდე კი, ცნობილია, რომ მიხეილ სააკაშვილის ანაზაღაურება ერთ-ერთ ამერიკულ ინსტიტუტში 200 ათას დოლარს შეადგენდა. ამის შესახებ ექს-პრეზიდენტმა , მაშინ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზეც დაწერა.

„მათთვის ვისაც აინტერესებს, ვიტყვი რომ სანამ ოდესაში დავინიშნებოდი, ამერიკაში ჩემი ხელფასი შეადგენდა 200 000 დოლარს, ამას კი ემატებოდა შემოსავალი ლექციებიდან და საჯარო გამოსვლებიდან. მე და ჩემი მეგობრები უკრაინის მთავრობაში მოვედით არა ფულისთვის, არამედ ხალხის დასახმარებლად, რადგან ხალხის მსახური ყოველთვის ფულზე მთავარია. რთულია აუხსნა ხალხს, რომელსაც ამდენი პრობლემა აქვს, რომ მთავრობის მუშაკებს მეტი ხელფასი სჭირდებათ. მე ვაპირებ მოვიყვანო ახალი პატიოსანი ხალხი, მას შემდეგ, რაც ფული წავა ბიუჯეტში და არა კორუმპირებული პოლიტიკოსების ჯიბეში, მივცემ მათ ღირსეულ ხელფასს და ამასთან, გავზრდით პენსიებს, დავაგებთ გზებს და გავაუმჯობესებთ შეიარაღებულ ძალებს“, – წერდა მიხეილ სააკაშვილი.

LAZ_5332

ოდესის გუბერნატორის პოსტზე მიხეილ სააკაშვილი მიმდინარე წლის მაისის ბოლოს დაინიშნა. მანამდე ის უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველს წარმოადგენდა საერთაშორისო საკითხებში. პრეზიდენტ პეტრე პოროშენკოს № 301/2015 ბრძანებულებით, 29 მაისს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობაც მიენიჭა.

11263052_973691432661238_1120561596428111_n

მიხეილ სააკაშვილის მიერ 2012 წლის 16 მაისს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მისი, როგორც საქართველოს პრეზდინეტის წლიურმა სახელფასო ანაზღაურებამ (2011 წელს) 56 640 ლარი შეადგინა. დეკლარაციის შევსებისას მიხეილ სააკაშვილს “საქართველოს ბანკში” გააჩნდა 42 328 ლარი, 23 000 აშშ დოლარი, 7080 ევრო და 22 ევრო, ხოლო საფრანგეთში, ბანკ „სოსიეტე ჟენერალში“ 39 000 ევრო ერიცხებოდა.

2012 წელს შევსებულ დეკლარაციაში ასევე აღნიშნულია, რომ მას გააჩნია 6820 კვადრატული მეტრის ფართობის მიწის ნაკვეთი და 97 კვადრატული მეტრის საცხოვრებელი სახლი ყვარელში. მის საკუთრებაშია დაბა გუდაურში 500 კვ. მ. ფართობის მიწის ნაკვეთი. სანდრა რულოვსის სახელზეა თბილიში, ბარნოვის ქუჩაზე 154 კვ.მ. ფართობის ბინა და 164 კვ.მ. ფართობის მანსარდი.

10502081_973691422661239_2804740468938698795_n 11350434_973691429327905_2082445191853496090_n 11892152_1026465410717173_8696843936780938668_n

mikheil_saakashvili_14534

1068404301 951352565335 MISHAZGVISPIARS

FB კომენტარები

კომენტარი