მიშა მესხისა და გიორგი ნაკაშიძის პირველი კომენტარები ”ოსკარიდან” დაბრუნების შემდეგ

56
SHARE

”ოსკარის” ცერემონიალიდან დაბრუნებულმა მიშა მესხმა და გიორგი ნაკაშიძემ სოციალური ქსელის საშუალებით ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე მომხდარი მოვლენები შეფასეს:

“როგორც იქნა ჯიგრებო გავიღვიძე. ძალიან გული დამწყდა, რომ ოქროს ბიჭი ვერ ჩამოგიტანეთ, მაგრამ რას იზამ, ცხოვრებაა ასეთი, ხან გაგიმართლებს, ხან ვერა. ძალიან მიყვარხართ, არ ვიცი ბოდიში მოსახდელია თუ არა, მაგრამ ცხოვრებაში ყველაზე მეტად მინდოდა გამეხარებინა ჩემი ერი.

როგორც ბაბუაჩემი ახარებდა ჩვენს პატარა ერს, ანდა თუნდაც ჩვენი დინამოს 1981 წლის თასების თასის გამარჯვების დროს, რადგან მე ყოველთვის ვთვლიდი და ვთვლი, რომ ჩვენ სამ მილიონიან ქვეყანაში, თუნდაც ერთი კაცის გამარჯვება, ჩვენი ქვეყნის გამარჯვებაა, ვეცდებით რომ შემდეგში ჩამოგიტანოთ ეს ოქროს ბიჭი” – წერს მიშა მესხი.

კოლეგის გამართლებას ცდილობს გიორგი ნაკაშიძე და მესხის ჩაძინებას ასე ამართლებს:

“48 საათი გზაში იყო! ბევრი სულელური მიზეზის გამო და ცერემონიალზე ყველა თავისუფალ წერტილში დალევას სთავაზობდნენ,მოხიტო დალია ოთხი ჭიკა, აბა მიშა რისი მიშაა,მერე “ოსკარს” დაესიზმრა მიშა!

მე ვფიქრობ,რომ მიშას ეს მდგომარეობა “ოსკარის” ქრონიკის ერთ-ერთი დაუჯერებელი ფოტო იქნება,ჩემი თხოვნაა მსახიობის ცოტა ბუნებრივად გიჟ არსებას, არ უნდა მოთხოვოთ ბანკირის საქციელი!

ყველას უდიდესი მადლობა თანადგომისთვის! მთელი ჩვენი შინაგანი სურვილი გაჟღენთილი იყო საქართველოზე და ჩვენ თანამემამულეებზე.

სიხარულით რომ აგვეღო მთავარი პრიზი, მე წარმომიდგენია,რომ ასეთ შემთხვევაში “დინამო” თასების მფლობელი რომ გახდა, ჩვენ ისაყვარელი ქალაქი,იმ ყველაფერს თავიდან განიცდიდა,მაგრამ ფინალში პენალტი წავაგეთ,რაც თქვენ თვითონაც იცით,როგორი დიდი ტკივილია ჩვენთვის,მაგრამ ვერცხლის ჯილდოს ნომინაცია მივიღეთ!

ჩვენ ეს შევძელით! გილოცავთ! ცხოვრება მშვენიერია! იფიქრეთ,რომ ყველამ ჩვენ ჩვენი საქმე გულით და დიდი უანგარო სიყვარულით ვაკეთოთ…”

წყარო: რეიტინგი 

FB კომენტარები

კომენტარი