მიშა გომიაშვილი: მთელი ღამე არ მეძინა… ყველას ვთხოვ პატიებას

102
SHARE

 მსახიობი მიშა გომიაშვილი ამერიკის კინოაკადემიის „ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონიას ეხმაურება. მსახიობს მიაჩნია, რომ კინოაკადემიამ პოლიტიკური გადაწყვეტილებით იხელმძღვანელა და საუკეთესო უცხოური ფილმების ნომინაციაში უპირატესობა რუსი რეჟისორის მიერ მომზადებულ ფილმს მიანიჭა. გომიაშვილის განცხადებით, მთელ მსოფლიოში, თითქმის ყველგან ფესტივალები და დაჯილდოება პოლიტიკური ნიშნით იმართება. „მთელი ღამე არ მეძინა… დედას ვფიცავარ, მართლა ძალიან ვინერვიულე… ყველას გაგვიცრუვდა მოლოდინი, მაგრამ ხო ხედავთ, ეს „ოსკარი“ და ყველა, თითქმის ყველა ფესტივალი და დაჯილდოება პოლიტიკური ნიშნით მიდის… აბა, რა არის?… მთელ მსოფლიოში ისეთ ფილმებს აჯილდოვებენ… თუ არა პოლიტიკა, აბა, „იდა“ ისეთი ფილმია, რო გავგიჟდით? კი კაი გაკეთებული კინოა… მორჩა… ამიტომ ნუ დაგვწყდება გული…. ჩვენი ბიჭები რომ ჩამოვლენ, მოვეფეროთ…. ხუთ ფილმში ქართული ფილმი იყო, რეჟისორი და სცენარისტი ქართველი, მსახიობები ქართველები, შემოქმედებითი ჯგუფი ქართველები…. საქართველოში გადაღებული……..მ ეტი რაღა?…. მოვეფეროთ… და რაც მთავარია, ახლა დამთავრდა მიტევების კვირა, მივუტევოთ ერთმანეთს…მე ყველას ვთხოვ პატიებას…“ – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მიშა გომიაშვილი.

FB კომენტარები

კომენტარი