მიშა გომიაშვილი ბიძინა ივანიშვილს საჯარო წერილით მიმართავს და დაბრუნებას სთხოვს

334
SHARE


მსახიობი მიშა გომიაშვილი საქართველოს ყოფილ პრემიერ- მინისტრს ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს და მთავრობაში დაბრუნებას სთხოვს.
“არ დავიწყებ მადლობებით. ეს თქვენი სურვილი იყო, რასაც აკეთებდით. ძალიან ბევრი წლის მანძილზე ბევრი ადამიანი გადაარჩინეთ შიმშილით სიკვდილს და ალბათ კიდევ ბევრი რამ, რაც ჩვენ არ ვიცით. თქვენ, პირადად თქვენ, გამოგყვათ და დაიჯერა თქვენი ქართველმა ერმა. გაუჩნდა იმედის ნაპერწკალი, ჩვენი ქვეყნის გადარჩენის, სასიკეთო მომავლის. ბოლოს და ბოლოს, ჩვენი მშვიდი ცხოვრების. იმედი იმისა, რომ ჩვენ სიცოცხლეს ასე ვეღარავინ ვეღარ ხელყოფს და ყოველივე ამის და კიდევ ბევრის გარანტად, თქვენ გვესახებოდით. ნუთუ „ოცნებამ’’ მხოლოდ ოცნება დაგვიტოვა. მე ვერავინ დამაჯერებს იმას, რომ თქვენ არ გიყვართ საქართველო, რომ თქვენ არ შეგტკივათ გული საქართველოზე. რომ თქვენ არ ხართ დღეს ამაყი იმით, რაც გააკეთა მამა ილია კარტოზიამ. რომ თქვენ დღეს არ შეგძრათ მამა ვაზაგაშვილის მკვლელობამ. მე რომ არ ვიყო ყველაფერ ამაში დარწმუნებული, არც მოგმართავდით. ამიტომ მოგმართავთ თხოვნით და მოვითხოვ თქვენგან. როგორც დაიწყეთ, როგორც დაგვპირდით, კეთილი ინებეთ და მობრძანდით, დაბრუნდით თქვენს ადგილზე. ადგილზე, რომელზეც ქართველმა ხალხმა მოგაბრძანათ და, რაც დაგვპირდით, შეასრულეთ.
იმედი მაქვს, ეს თხოვნა – მოთხოვნა სრულიად საქართველოს მოსახლეობის მოთხოვნაა. წინააღმდეგ შემთხვევაში ახია ჩვენზე ყველაფერი.
პატივისცემით მიშა გომიაშვილი”,- წერს მსახიობი საკუთარი ფეისბუქის გვერდზე.

FB კომენტარები

კომენტარი