“მის საქართველო” ნინი გოგიჩაიშვილის პირველი კომენტარი გამარჯვების შემდეგ

387
SHARE

22 დეკემბერს “მის საქართველო 2018”-ის ფინალური შოუ გაიმართა, გამარჯვებული კი 24 წლის ნინი გოგიჩაიშვილი გახდა.
“მის საქართველო 2018″ საზოგადოებას მადლობას უხდის:
მადლობა ყველას, ვინც გაიზიარეთ ამ დიდი წარმატების სიხარული ჩემთან ერთად, მადლობა ჩემს გოგონებს, ვისთან ერთადაც გავიარე ეს გზა. წარმატება უფრო დიდი პასუხისმგებლობაა, ვიდრე გამარჯვების ხიბლი და ვეცდები განსაკუთრებული ღირსებით ვატარო ეს არჩევანი.
როცა გენდობიან ეს უკვე გამარჯვებაა. მადლობა იმ გუნდს, რომელმაც ახალი ურთიერთობები, დიდი ემოციები და ახალი მიზნების მოტივაციაც გამიჩინა”, – წერს ნინი გოგიჩაიშვილი სოციალურ ქსელში.

FB კომენტარები

კომენტარი