”მის და მისტერ თბილისის” მკაცრი წესები კონკურსზე რბილი ”ლ”-ს მქონე მონაწილეები არ დაიშვებიან!..

569
SHARE

უკვე მესამე წელია, ტარდება სილამაზის კონკურსი ”მის და მისტერ თბილისი”. ამჯერად დასკვნითი საღამო, სადაც გამარჯვებულები გამოვლინდებიან, 25 აპრილს გაიმართება, ერთი თვით ადრე კი, პირველ შესარჩევ ტურზე 50-მდე მსურველი ბიჭი და გოგონა მივიდა. სამოდელო სააგენტო ”ბესტ მოდელსის” ხელმძღვანელმა კახი ხაბეიშვილმა, შეკრებილ ჟიურისთან ერთად, მონაწილეობის მსურველების გარეგნული მხარე შეაფასა, მანამდე კი მსახიობ მაკა შალიკაშვილთან გასაუბრება გაიარეს. წინა წელს ძალიან საინტერესო შემთხვევა იყო, როდესად საკმაოდ კარგი გარეგნობის გოგონას მეტყველების პრობლემის, კერძოდ, რბილი ”ლ”-ს გამო, მონაწილეობის უფლება არ დართეს და წელსაც ასეთივე წესი მოქმედებს. მეორე მხრივ, არ არის აუცილებელი, მონაწილე მაინცდამაინც თბილისელი იყოს.

კახი ხაბეიშვილი:
– წინა ორივე გამარჯვებული მეგრელი იყო, თუმცა თბილისში დაბადებული და გაზრდილი. სახელწოდების მიუხედავად, მონაწილე აუცილებლად თბილისელი არ უნდა იყოს, თუმცა ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი ტიტულია, რომელიც ღირსეულად უნდა ატაროს. სანამ გარეგნულ მონაცემებამდე მივალთ, ამიტომაც ტარდება გასაუბრება, პირს რომ გააღებს ადამიანი, ნორმალურად უნდა მეტყველებდეს და აზროვნებდეს. ”მის და მისტერ თბილისი” არ არის ისეთი ტიტული, რომელსაც სხვანაირად უნდა შეხედო.

– კახი, მეორე ტურამდე რეგისტრაცია გრძელდება?
– დიახ. მეორე ტური 4 აპრილს გაიმართება, მანამდე კი რეგისტრაციის მსურველებს შეუძლიათ მოგვმართონ.

– ჟიურიზე რას გვეტყვი?
– ყოველ წელს ცნობილი ადამიანებისგან კომპლექტდება. წელს ჟიურის 15 წევრი გვყავს, მათ შორის გიორგი ბახუტაშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანი, ლიზა ვადაჭკორია, სალომე ღვინიაშვილი, თეა აგლაძე, გიორგი ნაზღაიძე, ყოფილი ”მის თბილისი” ნუკა კაციტაძე და სხვანი. ჟიურის თავმჯდომარეა ნუკი კოშკელიშვილი. მეორე ტურს ნუკი დაესწრება და ჟიურის რამდენიმე წევრთან ერთად შეარჩევს 15 გოგონას და 15 ბიჭს. შეფასების კრიტერიუმებია პარამეტრები, ვიზუალური მხარე და რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ.
25 აპრილს დასკვნით საღამოს გაიმართება სამი ჩვენება, სპორტული, საცურაო კოსტიუმების და კლასიკური.

– რა პრიზები ერგებათ გამარჯვებულებს?
– პირველი ხუთეული საერთაშორისო კონკურსებზე გაემგზავრება. ”მის და მისტერ თბილისი” კი ერთკვირიან საგზურებს მიიღებენ ევროპის ქალაქებში.

წყარო: რეიტინგი

FB კომენტარები

კომენტარი