მისი შვილი კიბიდან დააგორა, მშობიარობა დაეწყო და ბავშვი დაეღუპა – მოკლულის დედა ქმარზე საუბრობს

1812
SHARE

ბარნოვის ქუჩაზე მოკლული 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის დედა აცხადებს, რომ მკვლელობაში ბრალდებული, მისი ყოფილი ქმარი, ვეფხვია ბაქრაძე სხვებზეც ძალადობდა.
გობაძის თქმით, ვეფხვია ბაქრაძე სცემდა საკუთარ ორ ქალიშვილსაც. ერთ-ერთ ქალიშვილზე ფიზიკური ძალადობის შედეგად კი, ორსულმა ქალმა ნაყოფიც დაკარგა.
„თავის შვილსაც ძალიან ამწარებდა ამ ლიკას…სცემდა, რამდენჯერ ხელიდან გამომიგლეჯია, რომ ბავშვი მკვდარი გამიცოცხლებია მაგისი შვილი და მაგისი მეორე გოგო, მარი, კიბიდან დააგორა და ნაადრევი მშობიარობა დაეწყო და ბავშვი დაეღუპა. მარტო ჩემი შვილი კი არა, თავის შვილიშვილიც ჰყავს მოკლული მაგას.
მეუბნებოდა, ან ჩემ გვერდზე იქნები ან უნდა მოგკლაო. ჩემი შვილი არ უთმობდა და ეუბნებოდა, შენ დედაჩემი გჭირდება, იყენებ, ეს არ არის სიყვარული, დედაჩემის ნაშრომს შენ გვიჭამო, ეგ ჰქონდა ჩემს შვილს პრობლემად, ამ ყველაფერს რომ ხედავდა, მეუბნებოდა, რატომ აკვლევინებ თავს, რა ვალდებული ხარ, რომ შეინახოო“, -აცხადებს ნათია გობაძე.

Comments

comments